ქერონეის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}}, {{Link GA|zh}} using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|სურათი=[[ფაილი:Battle_of_Chaeronea_338_BC_georgianBattle of Chaeronea 338 BC georgian.gif|300px]]
|სათაური=ქერონეის ბრძოლის ამსახველი რუკა
|კონფლიქტი=ქერონეის ბრძოლა
ხაზი 11:
|მხარე1=[[მაკედონია (ძველი)|მაკედონია]]
|მხარე2=[[ათენი]],
[[თებე (ძვ. საბერძნეთი)|თებე]]
|მეთაური1=[[ფაილი:Filip_II_MacedoniaFilip II Macedonia.jpg|20px]] [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე II]]
[[ფაილი:Aleksander-d-store.jpg|20px]] [[ალექსანდრე დიდი]]
|მეთაური2=[[ქარესი]],
[[ლისიკლესი]],
[[თეაგენესი]]
|ძალა1=30,000 ქვეითი,
2,000 კავალერისტი |ძალა2=35,000
ხაზი 24:
ბრძოლის დაწყებამდე ფილიპემ მოწინააღმდეგეებს გაუგზავნა დესპანი, მშვიდობაზე მოსალაპარაკებლად, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ის პირდაპირ ბრძოლის ველისკენ გაემართა 30 ათასი ქვეითითა და 2 ათასი კავალერისტით.
{{ციტატა|ორივე მხარე მოუთმენლად ელოდა ბრძოლის დაწყებას, თუმცა ფილიპეს უპირატესობა ჰქონდა, როგორც არმიის სიმრავლის მხრივ ასევე მეთაურობაშიც. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ბევრ სხვადასხვაგვარ ბრძოლაში და მეტწილად გამარჯვებულიც გამოდიოდა, ასე რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება სამხედრო საქმეში. ათენელების საუკეთესო გენერლები კი უკვე დაღუპულები იყვნენ, მაგალითად იფიკრატესი, ქაბრიასი, ტიმოთეუსი. იმდროისთვის საუკეთესოს კი — ქარესს, ჩვეულებრივი ჯარისკაცები არაფრით ჩამოუარდებოდნენ მეთაურობაში|დიოდორე სიცილიელი, ''ისტორიული ბიბლიოთეკა'' წიგნი № XVI}}
[[ფაილი:Chaeronea_map_georgianChaeronea map georgian.gif|thumb|left|280px|ქერონიის ბრძოლა]]
ფილიპემ მარცხენა ფლანგი [[ალექსანდრე დიდი|ალექსანდრე]]ს ჩააბარა. თვითონ კი მარჯვენას ჩაუდგა სათავეში. ალექსანდრეს წინ განლაგებულები იყვნენ თებელები და მათი გამორჩეული „[[საღვთო რაზმი]]“, რომელიც 300 მეომრისგან შედგებოდა. ბერძნების მარცხენა ფლანგზე კი ათენელები იდგნენ. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, სემდეგ კი მთლი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს.

== შედეგები ==
[[ფაილი:Lion_of_Chaeronea_1914Lion of Chaeronea 1914.JPG|thumb|250px|ლომის ქანდაკება, [[ქერონეა]]]]
ბრძოლის ველზე ათასზე მეტი ათენელის ცხედარი დარჩა, 2 ათასამდე კი დაატყვევეს. თებელებსაც დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 3 ათასამდე თებელი კი დაატყვევეს. დიოდორეს მიხედვით, ფილიპეს პირდაპირ ბრძოლის ველზე დაღუპულთა გვამებს შორის წამოუწყია ნადიმი. ცნობილია, რომ თებელების ელიტარული „საღვთო რაზმი“ მთლიანად განადგურდა(მათგან 154 დაიღუპა, 46 კი დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა). [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე]] გააკვირვა მათმა სიმამაცემ და თავგანწირვამ და ამიტომ თებელებს ნება დართო, რომ მათთვის პატივის მისაგებად ბრძოლის ველზე აეღმართად [[ლომი]]ს ქანდაკება.

ათენელ გენერალ [[ლისიკლესი|ლისიკლესს]] მოგვიანებით ბრალი დასდეს, რომ მისი ბრალი იყო ბრძოლაში მარცხი. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფილიპემ ალექსანდრე [[ათენი|ათენში]] გააგზავნა, რომ ომისთვის ბოლო მოეღო. მან შესთავაზა, რომ გირაოს, ერთგულებისა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო მეომრებისა და ფინანსების სანაცვლოდ, ის დაინდობდა ყველა იმ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ათენელები გაოგნდნენ ფილიპეს გულმოწყალებით და მაშინვე დათანხმდნენ ზავს. მან ასევე ბეოტიელებთანაც დადო ზავი, თუმცა [[თებე (საბერძნეთი)|თებეში]] გარნიზონი შეინარჩუნა. ამის შემდეგ ფილიპემ შექმნა [[კორინთოს ლიგა]] [[სპარსეთი|სპარსეთის იმპერიიის]] წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელშიც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები გაერთიანდნენ.
ხაზი 49:
[[კატეგორია:ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლები]]
[[კატეგორია:ძვ. წ. IV საუკუნის ბრძოლები]]

{{Link GA|en}}
{{Link GA|es}}
{{Link GA|zh}}