ფრანკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
ხაზი 103:
[[ფაილი:Frankish Empire 481 to 814-ka.png|მინი|მარჯვნივ|200პქ]]
 
'''ფრანკთა სახელმწიფო''' ({{lang-fr|Empire carolingien}}, {{lang-de|Fränkisches Reich}}, {{lang-it|Impero carolingio}}) — პირველი დიდი პოლიტიკური გაერთიანება ადრინდელი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ფრანკთა სახელმწიფო არსებობდა [[V საუკუნე|V]] - [[IX საუკუნე]]ებში, ფრანკების სახელმწიფო ჩამოყალიბდა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე.
 
ფრანკთა დაშლილი ტომები გააერთიანა [[ხლოდვიგ I]]-მა, სწორედ ის იყო ფრანკთა პირველი მეფე და [[მეროვინგები|მეროვინგთა]] დინასტიის დამაარსებელი. [[511]] წელს ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მისმა ვაჟებმა დაიყვეს ოთხ ნაწილად ([[პარიზის სამეფო]], [[მეცის სამეფო]], [[სუასონის სამეფო]], [[ორლეანის სამეფო]]). ამის შემდეგ ფრანკთა სახელმწიფოს დაშლა კვლავ გაგრძელდა, [[673]]-[[675]] სამეფოს გაერთიანდა [[ხილდერიკ II]]-ის მიერ.
 
[[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] დასაწყისში, [[არაბთა სახალიფო]]ში შიდაომები დასრულდა, [[არაბები|არაბებმა]] განაახლეს დაპყრობითი ომები. [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთი აფრიკის]] დაპყრობის შემდეგ, ისინი გადავიდნენ [[გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის სრუტეზე]] და სამ წელიწადში დაიპყრეს მთელი [[პირენეის ნახევარკუნძული]]. [[ევროპა]]ში მათი შეჩერება მხოლოდ [[732]] წელს შეძლეს ფრანკებმა, როდესაც [[პუატიეს ბრძოლა (732)|პუატიესთან]] დაამარცხეს არაბები.
 
[[768]] წლიდან ახალი პერიოდი იწყება ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ფრანკთა და საერთოდ ევროპის პირველი ბარბაროსი იმპერატორი გახდა [[კარლოს დიდი]]. კარლოსი აგრეთვე იყო [[ლომბარდია|ლომბარდთა]] მეფეც. კარლი უფროსი ვაჟი იყო [[პიპინ მოკლე]]სი". პიპინის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გაიყვეს კარლოსმა და მისმა ძმამ, [[კარლომან I|კარლომანმა]]. [[ფაილი:Frankenreich_Karl_der_GrosseFrankenreich Karl der Grosse.jpg|thumb|left|250px|ფრანკების იმპერია კარლოს დიდის მეფობის სხვადასხვა ეტაპებზე]]კარლოს დიდმა მიიღო სამეფოს გარე ნაწილები, ზღვის გასწვრივ, [[ნოისტრია]], [[აკვიტანია]] და [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]] ჩრდილო ნაწილი, ხოლო კალრომანმა მიიღო ქვეყნის შიდა ნაწილები, იტალიის მოსაზღვრედ. კარლომანი გარდაიცვალა [[771]] წლის [[5 დეკემბერი|5 დეკემბერს]]. კარლოს დიდი გახდა გაერთიანებული ფრანკთა სამეფოს ახალ ლიდერად. კარლოსმა შექმნა ერთ-ერთი უდიდესი იმპერია [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დაცემის შემდეგ. იმპერიის შემადგენლობაში სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში შედიოდა დასავლეთ ევროპის ტერიტორიები: [[საქსონია]], [[ბავარია]], [[ლომბარდია]]. იმპერიის ვასალურ მდგომარეობაში იყო: [[ბოჰემია]], [[მორავია]], [[ბენევიტის საჰერცოგო]], [[ბრეტანი]].
 
[[814]] წელს გარდაიცვალა კარლოს დიდი, ის საკუთარ კათედრალში, [[აახენი|აახენში]] დაკრძალეს. მას შემდეგ მეფობს მისი ვაჟი, [[ლუი I (ფრანკები)|ლუი I]] "ღვთისმოშიში" აგრძელებს. კარლოს დიდის იმპერია გაიყვეს მისმა ვაჟებმა ფრანკთა ტრადიციისამებრ. ეს სამი სამეფო პროტოტიპი გახდა შემდგომი საფრანგეთისა და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიისა]].
ხაზი 118:
 
== ადრეული წლები ==
ფრანკთა სამეფოს პირველი მმართველი გახდა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]], [[მეროვინგები|მეროვინგთა დინასტიის]] დამაარსებელი. მას უნდა დაეძლია თავისი თანატომელთა წინააღმდეგობა და უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა ადგილობრივ დაპყრობილ გალურ-რომაულ მოსახლეობასთან, საკუთარი ძალების განმტკიცებისათვის მან მოკავშირედ [[რომის ეკლესია]] გაიხადა და მიიღო [[ქრისტიანობა]] ([[498]]-[[499]]). ეკლესია ქმედით დახმარებას უწევდა ხლოდვიგს სახელმწიფო მოწყობასა და მართვაში. ხლოდვიგის ძალაუფლების ლეგიტიმაციას საფუძვლად დაედო ქრისტიანული სწავლება - "ყოველგვარი ძალაუფლება ღვისაა". ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ხლოდვიგის დროს ჩამოყალიბებულ კავშირს, ფრანკთა სამეფოს შემდგომი მმართველებიც ინარჩუნებდნენ. ეს კავშირი განმტკიცდა [[მეროვინგები|მეროვინგთა]] სამეფო დინასტიის [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებით]] შეცვლისას [[751]] წელს.
 
ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ფრანკული წესისამებრ, დაიყო ხლოდვიგის ვაჟებს შორის ოთხ ნაწილად ([[პარიზის სამეფო]], [[მეცის სამეფო]], [[სუასონის სამეფო]], [[ორლეანის სამეფო]]). ეს ყველაფერი მეტად ართულებდა ფრანკთა სახელმწიფოს მდგომარეობას. [[ავსტრაზია|ავსტრაზიამ]], [[ბურგუნდია|ბურგუნდიამ]] და [[ნოისტრია|ნოისტრიამ]] შეძლეს საკუთარი იდენტურობის ჩამოყალიბება, რაც ვერ შეძლეს [[პარიზი|პარიზმა]] და [[ორლეანი|ორლეანმა]]. ფრანკებისა ამ სახელმწიფოებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო, [[სუასონის სამეფო]] არსებობდა [[486]]-[[584]] წლებში და მისი განადგურების შემდეგ მის ადგილზე [[ნოისტრია|ნოისტრიის სამეფო]] წარმოიშვა. ნოისტრიაშიც მმართველები მეროვინგები იყვნენ, მას განუწყვეტელი ბრძოლები ჰქონდა მეზობელ ავსრაზიასთან, ნოისტრიამ თავის მხრივ საფუძველი დაუდო [[დასავლეთ ფრანკთა სამეფო]]ს. მეროვინგთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო [[ხლოდვიგ IV]], თოიდერიხ III-ის ვაჟი. მეროვინგების სამეფო დინასტია შეცვალა [[კაროლინგების დინასტია]]მ.
ხაზი 124:
== კაროლინგების დინასტია ==
 
კაროლინგთა სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო, პიპინი (თავისი დაბალი ტანის გამო მოკლედ წოდებული). პიპინ მოკლე გამეფდა 751-768 წლებში პაპის უშუალო ხელშეწყობით. ახალი დინასტიის კანონიერების დასამტკიცებლად პაპმა პიპინი მეფედ აკურთხა, რის შემდეგადაც პიპინ მოკლე ატარებდა ტიტულს "ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე". სანაცვლოდ პიპინმა რომის პაპს რავენის საეგზარქოს და რომის ოლქი უბოძა. ეს ტერიტორიები ბიზანტიის იმპერატორის ნაცვალის სამფლობელოები იყო იტალიაში.
 
ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესიასა და ფრანკთა საერო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების განსამტკიცებლად დამყარებული ურთიერთობა 800 წელს პიპინ მოკლეს შვილის, კარლოსის იმპერატორად კურთხევის აქტით დაგვირგვინდა.
ხაზი 138:
[[კატეგორია:საფრანგეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ფრანკები]]
{{Link GA|de}}