საშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|de}}, {{Link GA|ru}} using AWB
ხაზი 22:
| DorlandsID =
}}
'''საშო''' ({{lang-la|vagina — ქარქაში, საშო}}) — ძუძუმწოვართა სასქესო სადინარების ბოლო ნაწილი, რომლითაც ნაყოფი გამოდის გარეთ. ზოგი [[უხერხემლოები|უხერხემლოს]] საშო წარმოადგენს გარეგან საფარველთა მილისებრ ჩანაბრუნს, რომლის ერთი ბოლო გარეთ იხსნება, მეორე კი — [[პარენქიმა]]ში. ძუძუმწოვრების საშო კვერცხსავალების ქვედა ნაწილია. ქვემოთ საშო გადადის შარდსასქესო სინუსში, რომელიც [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებში]] ქმნის კარიბჭეს; [[ჩანთოსნები]]ს, [[ჩლიქოსნები]]ს, [[მღრღნელები]]ს, [[ნახევრად მაიმუნები]]სა და [[პრიმატები]]ს საშოსა და კარიბჭის საზღვარზე არის [[საქალწულო აპკი]].
 
ადამიანის საშო 10-11 სმ სიგრძისა და 2-3 სმ [[დიამეტრი]]ს მქონე კუნთოვან-ელასტიკური მილი, მოთავსებულია [[მცირე მენჯის ღრუ]]ში, [[სწორი ნაწლავი|სწორ ნაწლავსა]] და [[შარდის ბუშტი|შარდის ბუშტს]] შორის. მისი შიგნითა ბოლო დაკავშირებულია [[საშვილოსნოს ყელი|საშვილოსნოს ყელთან]], რომელთანაც საშო ქმნის წინა და უკანა თაღებს, გარეთა ბოლო კი იხნსება სასქესო ნაპრალში. საშო სამშობიარო გზის ნაწილია. ქალწულის საშოს გარეთა ხვრელი შემოსაზღვრულია სხვადასხვა ფორმის [[საქალწულო აპკი]]თ. საშოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს ეხება და შედგება შიგნითა — ლორწოვანი, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი [[ეპითელიუმი]]თ. საშოს წინა კედლის ლორწოვან გარსზე კარგად არის გამოხატული ორი გასწვრივი და მრავალი განივი ნოჭი, ლორწოვანი გარსი მოკლებულია ჯირკვლებს და მუდმივად შეიცავს მცირეოდენ სითხეს. ანომალიებიდან აღსანიშნავია საშოს გაორება ან მისი უქონლობა, რაც ძალიან იშვიათია.
ხაზი 29:
{{ქსე|9|209|}}
 
[[კატეგორია:საშო]]
{{Link GA|de}}
{{Link GA|ru}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საშო“-დან