მონტესუმა II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Motecuzoma Xocoyotzin.jpeg|thumb|250px|მონტესუმა. ანტონიო დელ სოლისის ნახატი, 1715 წ.]]
'''მონტესუმა II''' (1466 – 1520) — [[ტენოჩტიტლანი]]ს რიგით მეცხრე მბრძანებელი (1502-1520 წ.წ.). მისი მმართველობის პერიოდი იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ ამ დროს დაიპყრეს ესპანელებმა [[აცტეკების ცივილიზაცია|აცტეკების იმპერია]].
 
მონტესუმას პორტრეტს ისტორია გვიხატავს მისი, როგორც დამარცხებული ხალხის ბელადის ჭრილში. ბევრი წყარო მას საკმაოდ სუსტ და მერყევ მმართველად აღწერს.
 
მისი მმართველობისას, აცტეკების იმპერიამ მიაღწია მაქსიმალურ ზომას. ექსპანსიური ომების ხარჯზე მონტესუმამ თავისი იმპერია გააფართოვა სამხრეთით და მას შემოუერთა ისეთი სამხრეთ ტერიტორიები, როგორიცაა – ხოკონოსკო, [[ჩიაპასი (შტატი)|ჩიაპასი]], [[ტეუანტეპეკის ყელი]]. ასევე შეიერთა [[საპოტეკები|საპოტეკის]] და [[იოპი]]ს ხალხები.
 
მონტესუმას ყავდა რვა ქალიშვილი, რომელთაგან ჩვენ ვიცნობთ [[ტეკუიჩპო]]ს – იგივე დონა ისაბელ მონტესუმას და თერთმეტი ვაჟი. მათგან ისტორიისთვის ცნობილია [[ჩიმალპოპოკა]] და [[ტლალტეკაცინი]].
ხაზი 10:
== ბიოგრაფია ==
 
პირველწყარო, რომელიც ესპანელების [[მექსიკა]]ში შეჭრის შესახებ გვიამბობს, არის ესპანელთა რაზმის ერთ-ერთი წევრის, [[ბერნალ დიას-დელ-კასტილიო]]ს მიერ დაწერილი „ახალი ესპანეთის დაპყრობის ნამდვილი ისტორია". აი როგორ ახასიათებს იგი თავის წიგნში მონტესუმას, რომელმაც ის პირადად იხილა:
 
{{ციტატა|ბრწყინვალე მონტესუმა იყო დაახლოებით ორმოცი წლის, საკმაოდ მაღალი, პროპორციული ტანის, არც ისე მუქი კანის მქონე, როგორც დანარჩენი [[ინდიელები]]. არ ატარებდა გრძელ თმას, ის მხოლოდ ყურებამდე სწვდებოდა. მას ჰქონდა მოკლე, თხელი და ფორმამიცემული შავი წვერი. მისი სახე საკმაოდ წაგრძელებული და მხიარული იყო, საკმაოდ ლამაზი თვალებით. მისი გარეგნობა და მანერები საკმაოდ გენიალური იყო, როცა საჭირო იყო, იგი ინარჩუნებდა სიმშვიდეს და თავდაჭერილობას. ის საკმაოდ აკურატული და სუფთა იყო, ყოველ შუადღეს იღებდა აბაზანას. ტანსაცმელს, რომელიც მას ერთ დღეს ეცვა, იგი აღარ იცმევდა, სანამ არ გავიდოდა სამი ან ოთხი დღე. მას ყავდა დაცვა, რომელიც შედგებოდა 200 ტომის ბელადისაგან. ისინი დაბინავებული იყვნენ მონტესუმას გვერდით მდებარე ოთახებში. მხოლოდ რამდენიმ მათგანს ჰქონდა მონტესუმასთან დალაპარაკების უფლება.}}
ხაზი 17:
 
== სიკვდილი ==
ესპანელებისა და [[აცტეკები]]ს გადამწყვეტი შეტაკებისას, მონტესუმა მოკლეს. მკვლელობის ზუსტი დეტალები უცნობია. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიან.
 
ბერნალ-დიას-დელ-კასტილიო თავის „ახალი ესპანეთის დაპყრობის ნამდვილი ისტორიაში“ გადმოგვცემს, რომ ესპანელებმა აიძულეს მონტესუმა გამოსულიყო თავისი სასახლის აივანზე და აცტეკები დაეშოშმინებინა, უკანდახევისკენ მოეწოდებინა. მონტესუმას ამ საქციელმა მისი ხალხი განარისხა და მათ იმპერატორს ქვები და შუბები დაუშინეს, რის შედეგადაც მონტესუმა გარდაიცვალა.
 
ანალოგიურად გადმოგვცემს აცტეკთა უკანასკნელი იმპერატორის სიკვდილს თვითონ [[ერნან კორტესი]]ც.
ხაზი 35:
[[კატეგორია:აცტეკები]]
[[კატეგორია:აცტეკების მბრძანებლები]]
 
{{Link GA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონტესუმა_II“-დან