მეღვინეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB
(clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB)
'''მეღვინეობა''' არის [[კვების მრეწველობა|კვების მრეწველობის]] დარგი, რომელიც ამზადებს [[ღვინო]]ს, [[შამპანური|შამპანურს]], [[კონიაკი|კონიაკს]], აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე [[ვაზი]]ს ჯიშის თეთრი ან წითელი [[ყურძენი]]ა, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს.
 
[[ქართველები|ქართველი]] ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ. წ. I ათასწლეული) გათხრის შედეგად აღმოჩენილი კერამიკური ჭურჭელი, აგრეთვე მცხეთის მახლობლად (ბაგინეთში) ნაპოცნი ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV-III ათასწლეულით თარიღდება, და ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.) . ბორჯომის რაიონის სოფ. ჭობისხევში ნაპოვნ მიწით დაფარულ მარანში იყო 11 ქვევრი, ვარძიაში აღმოაჩინეს ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი იყო ორმაგკედლიანი. თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად. ძველ საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში.
 
[[კატეგორია:ღვინო]]
{{Link GA|sv}}
49 737

რედაქტირება