ლიხტენშტაინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|zh}} using AWB
ხაზი 56:
|სქოლიო=
}}
 
 
== სახელწოდება ==
ოფიციალური - ლიხტენშტაინის სამთავრო. ეროვნული – Liechtenstein; Furstentum Liechtenstein. სახელწოდება "მსუბუქ ქვას" ნიშნავს და დაერქვა ლიხტენშტაინთა დინასტიის მიხედვით, რომელთაც შეიძინეს და გააერთიანეს შელენბერგის და ვადუცის საგრაფოების ტერიტორიები.
[[ფაილი: Liechtenstein-CIA WFB Map.png |thumb|left|ლიხტენშტაინი]]
 
== გეოგრაფია ==
Line 70 ⟶ 69:
 
== სახელმწიფო ==
ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ პარლამენტზე. სახელმწიფო ენა გერმანულია, ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი. 1989 წლიდან სახელმწიფოს მეთაური არის თავადი Hans Adam II. von und zu Liechtenstein. სახელმწიფო საქმეებს 2004 წლიდან მეთაურობს მემკვიდრე პრინცი Alois von und zu Liechtenstein. საკანონმდებლო ორგანო, ერთპალატიანი ლიხტენშტაინის ლანდტაგი, შედგება 25 დეპუტატისგან, რომელსაც ირჩევს ხალხი 4 წელიწადში ერთხელ. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს შეუძლია მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა. სასამართლო ხელისუფლება შედგება უზენაესი სასამართლოს 5 მოსამართლისგან. მათ ნიშნავს თავადებისგან შემგარი ორგანო. 1868 წლიდან სათავადოს არ ჰყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს. ლიხტენშტაინის საელჩოებია ვენაში, ბერნში, ბერლინში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში და ნიუ იორკში (გაერო). ადმინისტრაციული დაყოფა - 2 ისტორიული რეგიონი - ობერლანდი (ცენტრი ვადუცი) და უნტერლანდი (ცენტრი შელენბერგი). ამას გარდა ქვეყანა 11 ეპარქიად იყოფა.
 
== დემოგრაფია ==
მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არის ლიხტენშტაინელი, ერთი მეხუთედი ნაწილი გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენელია (ავსტრია, შვეიცარია, გერმანია), დანარჩენი მოსახლეობა არის იტალიელი, იუგოსლაველი, თურქი და სხვა. 2008 წლის მონაცემებით, ლიხტენშტაინში ცხოვრობს 35 375 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 215 მაცხოვრებელი კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის 88% ქრისტიანია, მათ შორის 78,4% კათოლიკე, 7,9% ევანგელისტი, 1,1% მართლმადიდებელი. მოსახლეობის 4.8% მუსულმანია, აგრეთვე ქვეყანაში ცხოვრობს 66 ბუდისტი, 35 იეღოველი და 26 იუდეველი. სახელმწიფო ენა - [[გერმანული ენა|გერმანული]]. გავრცელებულია გერმანულის ენის ალემანური დიალექტი. რელიგია - [[კათოლიციზმი]]. დედაქალაქი - [[ვადუცი]] (5,3 ათასი). ქალაქები - შაანი (5,7), ტრიზენი (4,7).
 
== ეკონომიკა ==
Line 82 ⟶ 81:
 
== კომუნიკაცია ==
ლიხტენშტაინის ფოსტა მიბმულია შვეიცარიასთან, თუმცა აქვს საკუთარი ფოსტის შენობა და საფოსტო მარკები. რამდენიმე წელია ქვეყანას აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი. არის 19 ათასი სტაციონარული ტელეფონი, 12 ათასი მობილური ოპერატორის აბონენტი და 20 ათასი ინტერნეტის მომხმარებელი.
 
== ისტორია ==
Line 91 ⟶ 90:
 
== ტურიზმი ==
ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე [[ალპები]]ს მდებარეობის გამო, [[ტურიზმი]]ს ძირითად წყაროს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია [[მალბუნი]]. არის სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის), იმართება მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები. აღსანიშნავია აგრეთვე ხელოვნების მუზეუმი, ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმი და თეატრი ”Theater am Kirchplatz”.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 108 ⟶ 107:
[[კატეგორია:ევროპის ქვეყნები]]
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]
 
{{Link GA|zh}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიხტენშტაინი“-დან