ლაგაში: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link GA|fr}} using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(Robot: fr:Lagash is a good article; cosmetic changes)
(clean up, removed: {{Link GA|fr}} using AWB)
 
'''ლაგაში''' — [[შუმერი|შუმერული]] ქალაქი-სახელმწიფო სახრეთ [[მესოპოტამია]]ში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს ([[ერაყი]]) ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან-„ქალაქებისაგან“. საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ („წმინდა ქალაქი“), ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ.
 
ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ [[1877]] წლიდან ფრანგი არქეოლოგები [[ერნესტ დე სარზეკი]], გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და [[ანდრე პარო]].
 
პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე [[ძვ. წ. V ათასწლეული]]ს ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება [[ძვ. წ. XXVI საუკუნე|ძვ. წ. XXVI საუკუნიდან]]. ამ დროს იგი ქალაქ [[შურუფაქი]]ს მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა [[ძვ. წ. XXV საუკუნე|ძვ. წ. XXV]]-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა [[ეანათუმი]]ს დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში „ძერათა სტელას“ უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, [[ლუგალანდა]]ს მმართველობის დროს. [[ძვ. წ. 1364]] წელს ლაგაში უმის მეფე [[ლუგალზაგესი|ლუგალზაგესმა]] დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე [[სარგონ II|სარგონ დიდმა]]. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია [[გუდეა]]ს გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება [[ნინგირსუ]]ს ბრწყინვალე ტაძარი [[ენინუ]]. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. [[ურის მესამე დინასტია|ურის III დინასტიის]] ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში [[აქადის იმპერია|აქადის]] და [[შუმერი]]ს სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.
 
[[კატეგორია:შუმერული ქალაქები]]
 
{{Link GA|fr}}
49 737

რედაქტირება