კვარცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
ხაზი 39:
 
'''კვარცი''' ({{lang-de|Quarz}}) — ჟანგეულთა კლასის [[მინერალი]]. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის კვარცი:
''ჰექსაგონური კვარცი'' (a-კვარცი), რომელიც მდგრადია 1 ატმ. წნევისას 870-573 °C ტემპერატურულ ინტერვალში, და ''ტრიგონური კვარცი'' (ანუ b-კვარცი), რომელიც მდგრადია 573 °C-ზე დაბალ [[ტემპერატურა]]ზე.
 
ბუნებაში გავრცელებულია b-კვარცი. კვარცის კრისტალებს, ჩვეულებრივ, პრიზმული იერი აქვს, იშვიათად — ბიპირამიდული. კვარცის კრისტალების, მარცვლებისა და აგრეგატების ფერი მეტად ცვალებადია. ჩვეულებრივ, უფერო და გამჭვირვალე, თეთრი ან ნაცრისფერია. კრისტალების ფერის მიხედვით კვარცს სხვადასხვა სახელი აქვს: უფეროსა და გამჭირვალეს ჰქვია — [[მთის ბროლი|მთისბროლი]], იისფერს — [[ამეთვისტო|ამეთვისტო]], ბოლის ფერს — [[რაუხტოპაზი|რაუხტოპაზი]], შავს — [[მორიონი|მორიონი]], ყვითელს — [[ციტრონი|ციტრინი]].
 
აქტინოლინისა და ქლორიტის ჩანართები იძლევა მწვანე ფერის სახესხვაობას — ''პრაზემს'', ქარსისა და ჰემატიტისა — ოქროსფრად მოციმციმე ''ავანტიურინს''. კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობანი — [[აქატი]] და [[ქალცედონი]] — ბოჭკოვანი აგებულებისაა. კვარცს აქვს პიეზოელექტრული თვისებები. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7, სიმკვრივე 2650 კგ/მ³.
ხაზი 47:
კვარცი მეტად გავრცელებული [[მინერალი]]ა. წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და დანალექი გზით. დამუშავებულია კვარცის ხელოვნურად მიღების სამრეწველო ტექნოლოგია. კვარცის ქვიშა და კვარციტი კერამიკისა და მინის წარმოების ძირითადი ნედლეულია, მონოკრისტალური კვარცს იყენებენ რადიოტექნიკაში, ოპტიკურ ხელსაწყოთმშენებლობაში; ნალღობ კვარცს ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად. კვარცისგან იღებენ si-ის. კვარცის გამჭვირვალე ფერადი სახეობანი, აგრეთვე აქატი, ონიქსი, სარდიონი და სხვა ნახევრადძვირფასი ქვებია.
 
კვარცის დიდი საბადოებია [[ურალი|ურალზე]], [[უკრაინა]]ში, [[პამირი|პამირსა]] და მდინარე ალდანის აუზში, ასევე [[ბრაზილია]]სა და [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]].
 
[[საქართველო]]ში მთის ბროლი არის ხდის ხეობაში ([[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი]]) და შოდა-კედელას ქედზე ([[ონის მუნიციპალიტეტი]]), კვარცის ქვიშა — [[სურამი]]ს, [[ჭიათურა|ჭიათურის]], [[ხარაგაული]]ს მიდამოებში, კვარციტები — [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის მუნიციპალიტეტში]], ქალცედონი და აქატი — [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხისა]] და [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტებში]].
ხაზი 58:
 
[[კატეგორია:მინერალები]]
{{Link GA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვარცი“-დან