ბრინჯაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|es}} using AWB
ხაზი 3:
'''ბრინჯაო''' — [[სპილენძი]]ს შენადნობი სხვადასხვა [[ქიმიური ელემენტი|ქიმიურ ელემენტთან]], უმთავრესად ლითონთან: [[კალა (ელემენტი)|კალასთან]] (კალიანი ბრინჯაო), [[ალუმინი|ალუმინთან]] (ალუმინიანი ბრინჯაო), ბერილიუმთან (ბერილიუმიანი ბრინჯაო) და სხვა. ბრინჯაოს არ უწოდებენ მხოლოდ სპილენძისა და თუთიის ([[თითბერი]]), აგრეთვე სპილენძისა და [[ნიკელი]]ს შენადნობებს ([[სპილენძნიანი შენადნობები]]). უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.–მდე 3000 წლის წინ იცოდა ([[ბრინჯაოს ხანა]]). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ [[დარიშხანი|დარიშხანს]], [[სტიბიუმი|სტიბიუმს]], [[ტყვია]]ს, [[თუთია]]ს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო.
 
ვარაუდობენ, რომ [[საქართველო]]ში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაუწყიათ. პირველად დარიშხანიანი ბრინჯაო დაუმზადებიატ, შემდეგ მისთვის სტიბიუმი დაუმატებიათ (დარიშხანა - კვალიდან 2-3%-მდე, სტიბიუმი - კვალიდან 12%-მდე). შენადნობში დარიშხანის რაოდენობას განსაზღვრავდნენ ბრინჯაოს დანიშნულების მიხედვით, მაგ., ნაჭედიიარაღის დასამზადებლად განკუთვნილი ბრინჯაოშეიცავდა 0,5-7% დარიშხანს, სამკაულებისათვის განკუთვნილი კი - 7-22%-ს. კალიანი და სხვა ბრინჯაოს მეტალურგია საქართველოში განვითარდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში.
 
კალიანი ბრინჯაო კალას 14-18%-ს (ზოგჯერ მეტსაც) შეიცავდა. ასეთი რთული შედგენილობის შენადნობიდან ნივთებს ჭედვით და ჩამოსხმით ამზადებდნენ. კალიან ბრინჯაოს საუკეთესო სამსხმელო თვისებების გამო ფართოდ იყენებდნენ საომარი და სამეურნეო იარაღის (შუბები, მახვილები, სატევრები, ცულები), მონეტების, მხატვრული ნაკეთობებისა და სამკაულიების დასამზადებლად. შუა საუკუნეებში ბრინჯაოსგან ეკლესიის ზარებს ასხამდნენ. ასეთი ბრინჯაო 20%-მდე კალას შეიცავდა. XIX საუკუნიდან დაიწყეს ბრინჯაოს გამოყენება მანქანათმშენებლობაში (საკისრების მილისების, კბილანების, არმატურისა და სხვათა დასამზადებლად). ამ დარგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრინჯაოს ანტიფრიქციულ ([[ანტიფრიქციული მასალები]]) და ანტიკოროზიულ თვისებებს. შექმნილია სხვადასხვა მარკის სამანქანო ბრინჯაო, რომელიც შეიცავს კალას (10-15%-მდე), თუთიას (5-10%) და მცირე რაოდენობით ტყვიასა და ფოსფორს. XX საუკუნეში კალის დეფიციტურობის გამო დაიწყეს ბრინჯაოს შემცვლელის დამზადება. მაგ., შექმნილია ალუმინიანი ბრინჯაო, რომელიც საუკეთესო თვისებებისაა. იგი შეიცავს ალუმინს (5-12%), მცირე რაოდენობით რკინას, მანგანუმსა და ნიკელს. კარგი თვისებებით გამოირჩევა ბერილიუმიანი ბრინჯაოც (დამუშავებულია 20-30-იან წლებში). შენადნობი, რომელიც 2% ბერილიუმს შეიცავს, ზოგიერთ ფოლადზე მტკცეა. მაღალი სიმტკიცისაა კადმიუმიანი ბრინჯაოც. კადმიუმი უმნიშვნელოდ ამცირებს მის ელექტროგამტარობის უნარს. ამის გამო ამ შენადნობს იყენებენ ტელეგრაფის, ტელეფონისა და ტროლეიბუსის საკონტაქტო მავთულების დასამზადებლად.
ხაზი 17:
 
[[კატეგორია:შენადნობები]]
 
{{Link GA|es}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრინჯაო“-დან