ანრი IV (საფრანგეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
ხაზი 36:
ანრი ბურბონი, საფრანგეთის [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონების]] დინასტიის პირველი მეფე, დაიბადა ქალაქ [[პო (ქალაქი)|პოში]] [[1553]] წელს. მისი მშობლები იყვნენ [[ანტუან ბურბონი|ანტუან დე ბურბონი]] ([[1518]]—[[1562]]) ჰერცოგი ბურბონი და [[ჟანა დ'ალბრე]] ([[1529]]—[[1572]]) [[ნავარა]]ს დედოფალი. ანტუან ბურბონი იყო [[ლუი IX (საფრანგეთი)|წმინდა ლუის]] უმცროსი ვაჟის, რობერ კლერმონის ჩამომავალი.
 
ანრის მშობლები [[კალვინიზმი|კალვინისტები]] იყვნენ, მაგრამ [[ანტუან ბურბონი|ანტუან ბურბონმა]] უღალატა კალვინიზმს, როგორც კი სამეფო სამსახური დაიწყო. მაშინ პატარა ანრისაც მოუწია სარწმუნოების შეცვლა, მაგრამ იგი მამის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა კალვინიზმს. ეს საფრანგეთის რელიგიური ომების ეპოქა იყო.
 
[[1570]] წელს [[სენ-ჟერმენი|სენ-ჟერმენში]] ზავის დადების შემდეგ, [[ეკატერინე მედიჩი]]მ დაიწყო ანრი ბურბონის და მეფის დის, [[მარგარიტა ვალუა]]ს ქორწინებაზე მოლაპარაკება. ამ ქორწინებას უნდა შეერიგებინა [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] და პროტესტანტული პარტიები.
ხაზი 52:
[[ანრი III (საფრანგეთი)|ანრი III]]-ს ძმასთან ფრანცისკთან ერთად, მან მეფე ანრი III-ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, რაც ხელსაყრელი მშვიდობით დასრულდა.
 
ანრის მეუღლე მარგარიტა კიდევ ორი წელი ქმრის გარეშე ცხოვრობდა პარიზში.მათ ერთმანეთი არასდროს არ ყვარებიათ და განშორების დროს ორივე წარმატებით პოულობდა ნუგეშს მრავალრიცხოვან საყვარლებში. [[1578]] წელს ეკატერინე მედიჩიმ ჩამოიყვანა მარგარიტა გასკონში და წელიწადზე მეტი გაატარა სიძესთან. ამ პერიოდში ნავარის და საფრანგეთის კარებს შორის თითქოს სრული შერიგება მოხდა.
 
[[1580]] წელს მარგარიტა კვლავ დაბრუნდა პარიზში, ანრის კი [[1582]] წელს ახალი შეყვარებული გამოუჩნდა, დიანა დ'ანდუენი, რომელიც სილამაზით, ჭკუით და მამაცობით გამოირჩეოდა, ანრის კარზე იგი დედოფლის როლს ასრულებდა, და ანრი მასზე დაქორწინებასაც ფიქრობდა, მაგრამ [[1589]] წელს ამ სიყვარულმა მას გადაუარა.
 
ამ პერიოდში სამოქალაქო ომმა პიკს მიაღწია. კათოლიკები გაერთიანდნენ ლიგასი, რომელსაც [[ანრი გიზი]] ხელმძღვანელობდა და რელიგიური ბრძოლის საბაბით, ინტრიგებით ცდილობდნენ ანრი III-ს ტახტიდან გადმოგდებას. [[1588]] წელს ანრი III გაიქცა პარიზიდან შარტრში, იმავე წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] მან მოაკვლევინა ანრი გიზი, ლიგას სათავეში ანრი გიზის უმცროსი ძმა ჩაუდგა. ამის შემდეგ ანრი III-ს მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. მან დახმარება ანრი ბურბონს სთხოვა და რადგან მას საკუთარი შვილები არ ჰყავდა, [[1589]] წელს ბურბონი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ორივე ანრი გააერთიანებული ჯარებით მიადგა პარიზს. [[1 აგვისტო]]ს კი ფანატიკოსმა [[ჟაკ კლემანი|ჟაკ კლემანმა]] ხანჯლით მოკლა მეფე.
ხაზი 60:
== საფრანგეთში გამეფება ==
[[ფაილი:Death-of-Henry4.jpg|მინი|ანრი IV-ის მკვლელობა]]
[[ანრი III (საფრანგეთი)|ანრი III]]-ს მკვლელობის შემდეგ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებმა]] ბურბონი მაშინვე სცნეს [[საფრანგეთი]]ს მეფედ, ხოლო კათოლიკებმა ჯერ რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. აჯანყებულ [[პარიზი|პარიზს]] ამასობაში მაიენის ჰერცოგი (ანრი გიზის უმცროსი ძმა) მართავდა.
 
ანრის საკმარისი ძალა არ შესწევდა პარიზის ასაღებად, ამიტომ [[ნორმანდია|ნორმანდიისკენ]] დაიხია. მასსა და მაიენის ჰერცოგს შორის ბრძოლები ოთხი წელი გაგრძელდა. [[21 სექტემბერი|21 სექტემბერს]] მან ჰერცოგი დაამარცხა და ქალაქი ტური დაიკავა, სადაც მომდევნო თვეები გაატარა. ანრიმ ჰუგენოტებს ახალი უფლებები არ მისცა და რელიგიური პრობლემების გადაწყვეტა საეკლესიო საბჭოს მიანდო, რითაც მან ჰუგენოტებიც და კათოლიკებიც დააკმაყოფილა.
 
ანრი საღი გონებით, შორსმჭვრეტელობით, გონებამახვილობითა და ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოირჩეოდა. ჰუგენოტებიც და კათოლიკეებიც მასში ხედავდნენ ადამიანს, ვინც შეძლებდა სამოქალაქო ომის დასრულებას და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას.
ხაზი 70:
[[1592]] წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, [[რუანი]]ს აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. [[1593]] წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში [[გენერალური შტატები]] მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. [[23 ივლისი|23 ივლისს]] ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: "პარიზი ღირს მესად".
 
[[25 ივლისი|25 ივლისს]] ანრი დაესწრო კათოლიკურ წირვას [[სენ-დენის ტაძარი|სენ-დენის ტაძარში]], ეს უმალვე ცნობილი გახდა პარიზში და პარიზელები გაეშურნენ სენ-დენიში ახალი მეფის მისასალმებლად. [[1594]] წელს იგი [[შარტრის საკათედრო ტაძარი|შარტრში]] ძველი ტრადიციის თანახმად აკურთხეს მეფედ და იმავე წლის [[22 მარტი|22 მარტს]] იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია "იყიდა", ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.
 
მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. [[1597]] წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. [[1598]] წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.
ხაზი 78:
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაბრიელა დ'ეტრე იყო ანრის ფავორიტი. [[1594]] წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კეისარი დაარქვეს. ანრიმ ის კანონიერად სცნო და დაიწყო მარგარიტა ვალუასთან განქორწინების პროცესი. მათ კიდევ ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ გაბრიელამ მეფის განქორწინებამდე ვერ იცოცხლა, ის [[1599]] წელს გარდაიცვალა.
 
გაბრიელას სიკვდილიდან შვიდ თვეში მან მიიღო განქორწინება და [[1600]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] ცოლად [[მარია მედიჩი]] მოიყვანა. ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, ანრიეტა დ'ანტრაგი. [[1601]] წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ [[1604]] წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ [[1609]] წელს დასრულდა, როდესაც ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.
 
ამავე წელს ანრიმ ავსტრიასთან საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ [[1610]] წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, ეტლი გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი [[ფრანსუა რავაიაკი|რავაიაკი]] აღმოჩნდა.
ხაზი 178:
[[კატეგორია:დაბადებული 1553]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1610]]
 
{{Link GA|de}}