ადოლფი (გერმანიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
(Bot: 24 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q160101)
(clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB)
|მმართველობის დასასრული = [[23 ივნისი]], [[1298]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[კონრად II (ტეკი) |კონრად II]]
|მემკვიდრე = [[ალბრეხტ I (სრი)|ალბრეხტ I]]
|სხვა წოდებები =
გერმანიის მეფედ არჩევამდე ადოლფი იყო [[ნასაუ (საჰერცოგო)|ნასაუ]]ს გრაფი, ცხოვრობდა [[ვაისბადენი|ვაისბადენში]] და სხვა დიდებულებს ემსახურებოდა. იგი ლამაზი და ძლიერი მამაკაცი იყო, ძლიერი მეომარი, განთქმული პირდაპირობით და განათლებით.
ადოლფი გერმანიის მეფედ 1292 წლის მაისში აირჩიეს, გარდაცვლილი [[რუდოლფ I ჰაბსბურგი]]ს ნაცვლად. გერმანელ დიდებულებს იმედი ჰქონდათ რომ ადოლფი უფრო მორჩილი იქნებოდა ვიდრე რუდოლფ [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგი]]. იგი მართლაც ბევრს დაპირდა კენჭისყრამდე, მაგრამ არჩევის შემდეგ [[კურფიურსტები]]სთვის სრულიად მოულოდნელად მოიქცა. იგი რუდოლფის მსგავსად ცდილობდა შეესყიდა მემკვიდრეობითი მამულები.
 
მან მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მეფე [[ედუარდ I (ინგლისი)|ედუარდ I]]-თან და დაპირდა [[საფრანგეთი]]ს წინააღმდეგ ომის დაწყებას, რისთვისაც 100 000 [[გირვანქა სტერლინგი]] მიიღო, მაგრამ ადოლფმა მოატყუა ინგლისის მეფე. ამ ფულით მან აღჭურვა ჯარი და [[1294]] წელს ჩაერია ტიურინგის ლანდგრაფისა და მისი პირველი ქორწინების შვილების ომში. ამ ომით ადოლფის მტრებმა ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გაილაშქრნენ. [[1298]] წლის თებერვალში გერმანელი დიდებულები [[ვენა]]ში შეიკრიბნენ და [[ავსტრია|ავსტრიის]] ჰერცოგ [[ალბრეხტ I (სრი)|ალბრეხტთან]] მოილაპარაკეს ადოლფის ჩამოგდების თაობაზე. ადოლფსა და ალბრეხტს შორის ომი დაიწყო. ივნისში კურფიურსტები [[მაინცი|მაინცში]] შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ართმევენ მეფეს ძალაუფლებას და დაადანაშაულეს ადოლფი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, ეკლესიის შეურაცხყოფაში და დიდებულთა უფლებების დარღვევაში. ახალ მეფედ ალბრეხტ ავსტრიელი გამოაცხადეს.
 
ალბრეხტი [[გელგეიმი]]ს მახლობლად გამაგრდა. 2 ივნისს, გამთენიისას ადოლფმა შეუტია ავსტრიელებს. მათ მოჩვენებით უკან დაიხიეს და მეფის ჯარები მხედრებისთვის არახელსაყრელ პოზიციაზე შეიტყუეს. გაჩაღდა ბრძოლა, ადოლფი ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლა და შუადღისკენ იგი მოკლეს.
[[კატეგორია:საღვთო რომის იმპერატორები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1298]]
 
{{Link GA|de}}
49,737

რედაქტირება