ცხვირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|tn}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Nose.jpg|მინი|[[ადამიანი]]ს ცხვირი]]
[[ფაილი:Malayan Tapir Profile.jpg|მინი|[[ტაპირი]]ს დინგი ცხვირთან ერთად]]
'''ცხვირი''' — პირამიდის ფორმის რთული ძვლოვან-ხრტილოვანი შემაღლება [[ადამიანი]]ს სახის შუა ადგილზე. ცხვირი წარმოადგენს [[სასუნთქი გზები|სასუნთქი გზის]] დასაწყისს და შედგება გარეთა ცხვირისა და ცხვირის ღრუსაგან. ცხვირის ჩონჩხს ქმნის ცხვირის ძვლები და ხრტილები. ხრტილებს შორის ჩამჯდარია [[ცხვირის ღრუ]]ს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად გამყოფი ძგიდე, რომლის შემადგენლობაში შედის ძვლოვანი, ხრტილოვანი და შემაერთებელ-ქსოვილოვანი ნაწილები. გარედან ცხვირი დაფარულია [[კანი]]თ. კანქვეშა შემაერთებელი შრე მოკლებულია [[ცხიმი|ცხიმს]], სამაგიეროდ [[კანი]] მდიდარია [[ცხიმი]]ს ჯირკვლებით. ცხვირის სიგანისა და სიგრძის შეფარდების მიხედვით განარჩევენ მაღალ და ვიწრო, საშუალო, დაბალ და განიერ ცხვირს, ხოლო ცხვირის ზურგის მოყვანილობის მიხედვით — სწორ, არწივისებრ (კეხიანს), ქორისებრ, პაჭუა, უნაგირა ფორმის და ეგრეთ წოდებულ რომაულ და ბერძნულ ცხვირს. ცხვირის სიგრძე საშუალოდ უნდა უდრიდეს სახის სიგრძის 1/3-ს. ცხვირის ზურგის ხაზი შუბლის ხაზიდან ოდნავ წინ უნდა მიდიოდეს, ისე რომ ცხვირის ფესვთან განივი ღარი შეიქმნას. ცხვირის დაავადებებს შეისწავლის [[ოტორინოლარინგოლოგია]].
 
[[ანთროპოლოგია]]ში ცხვირის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეისწავლიან ცხვირის როგორც მეტრულ ნიშნებს — სიგანეს, სიმაღლეს, კუთხეს და სხვა, ისე ვიზუალურ (აღწერილობითი) ნიშნებს — ცხვირის ზურგის ფორმას, წვეტის და ფუძის მდგომარეობას, ნესტოების ფორმას, ზურგის ვერტიკალური და ჰორიზონტული პროფილის თავისებურებებს, უნაგირის სიმაღლეს და სხვა. სახის ქალაზე შეისწავლიან ცხვირის ძვლის კუთხეს პროფილის ხაზთან, უნაგირის სიმაღლეს, მსხლისებური შესავლის სიგანეს, წინა წვეტის გამოსახულებასა და სხვა. ყველა ამ ნიშანს საკმაოდ დიდი, რასობრივად მადიფერენცირებული ტაქსონომიური ღირებულება აქვს. მაგალითად, თუ ეკვატორული რასისათვის ცხვირის სიგანე 40-50 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, ევრაზიული რასისათვის იგი 34-35 მმ-ით განისაზღვრება და ა.შ.
ხაზი 21:
[[კატეგორია:სახე]]
[[კატეგორია:ანთროპოლოგია]]
 
{{Link FA|tn}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხვირი“-დან