ჯიმი კარტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|vi}} using AWB
ხაზი 57:
კარტერმა [[ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი]] და [[აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია]] დაამთავრა, 1946–1953 წლებში [[აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები|აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში]] მსახურობდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს და [[არაქისი]]ს საკმაოდ წარმატებული ფერმერი იყო. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კარტერი ორი ვადით [[ჯორჯია|ჯორჯიის]] სენატში მოღვაწეობდა, რის შემდეგაც ჯორჯიის გუბერნატორი იყო.
 
როგორც პრეზიდენტმა კარტერმა [[აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი|ენერგეტიკის]] და [[აშშ-ის განათლების დეპარტამენტი|განათლების]] დეპარტამენტები შექმნა. მან [[აშშ-ის ენერგეტიკული პოლიტიკა|ენერგეტიკული პოლიტიკა]] შეიმუშავა, რომელიც კონსერვაციას, ფასების კონტროლს და ახალ ტექნოლოგიებს გულისხმობდა. მისი პრეზიდენტობისას ნავთობის ფასმა ძალიან მაღლა აიწია. ამის ფონზე [[ინფლაცია]] და [[უმუშევრობა]] მაღალი იყო.
 
საგარეო საკითხებში კარტერმა [[პანამის არხის ხელშეკრულება]]ს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც [[პანამის არხის ზონა]] [[პანამა]]ს დაუბრუნდა. ეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის გავლენის დიდი დათმობა იყო, რისთვისაც იგი ძალიან გააკრიტიკეს. 1978 წელს [[კემპ-დევიდი]]ს სამიტზე კარტერის ხელმძღვანელობით [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] პრეზიდენტმა [[ანვარ სადათი|ანვარ სადათმა]] და [[ისრაელი]]ს პრემიერ-მინისტრმა [[მენაჰემ ბეგინი|მენაჰემ ბეგინმა]] ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობის, ურთიერთცნობისა და ეგვიპისთვის [[სინაის ნახევარკუნძული]]ს გადაცემის თაობაზე. ამით დასრულდა [[ეგვიპტე-ისრაელის ომები]]ს სერია. მისი მმართველობა ასევე აღინიშნა [[სსრკ|საბჭოთა კავშირთან]] ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით, ამ უკანასკნელის მიერ 1979 წელს [[ავღანეთი|ავღანეთში]] ჯარების შეყვანის გამო. ამის გამო 1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა [[მოსკოვი|მოსკოვში]] ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა.
ხაზი 85:
{{აშშ-ის პრეზიდენტები}}
{{ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში 2001-2025}}
 
{{DEFAULTSORT:კარტერი, ჯიმი}}
 
[[კატეგორია:აშშ-ის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:ჯორჯიის გუბერნატორები]]
ხაზი 92:
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:ცივი ომის ლიდერები]]
 
{{Link FA|vi}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიმი_კარტერი“-დან