ჯაია: განსხვავება გადახედვებს შორის

17 ბაიტი წაიშალა ,  6 წლის წინ
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB)
| გამოთქმა =
}}
'''ჯაია''' ({{lang-id|Jaya;}} ან '''პუნჩაკ-ჯაია''') — მწვერვალი [[ინდონეზია]]ში, კუნძულ [[ახალი გვინეა|ახალი გვინეის]] დასავლეთ ნაწილში, [[სუდირმანის ქედი|სუდირმანის ქედზე]]. [[ოკეანეთი]]ს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმატური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობს [[ავსტრალიის ფილაქანი]]ს ფარგლებში.
 
აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა [[იან კარსტენსი|იან კარსტენსმა]] გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის — [[აჰმედ სუკარნო]]ს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“.
 
მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერი [[გრასბერგი]], საიდანაც მოიპოივებენ [[ოქრო]]ს, [[ვერცხლი|ვერცხლსა]] და [[სპილენძი|სპილენძს]]. ჯაია შედის [[ლორენცის ეროვნული პარკი]]ს შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.
 
{{შვიდი მწვერვალი}}
 
[[კატეგორია:ინდონეზიის მთები]]
[[კატეგორია:შვიდი მწვერვალი]]
{{Link FA|fr}}
49 737

რედაქტირება