ხოჭოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|de}}, {{Link FA|ru}} using AWB
ხაზი 13:
| commons = Category:Coleoptera
}}
'''ხოჭოები''','' ხეშეშფრთიანები'' ({{lang-la|Coleoptera}}), [[მწერები]]ს რიგი.
 
== აღწერა ==
ხაზი 21:
 
== გამრავლება ==
ხოჭოები გაყოფილსქესიანი და თითქმის ყოველთვის [[კვერცხმდებლობა|კვერცხისმდებლები]] არიან, იშვიათად — [[ცოცხლადშობა|ცოცხლადმშობები]] (ზოგიერთი ფოთოლჭამია, სტაფილინები). პართენოგენეზური გამრავლება ახასიათებთ შავტანიანებს, ფოთოლჭამიებს და ცხვირგრძელებს. განვითარება სრული მეტამორფოზით ხდება ([[კვერცხი]], [[მატლი]], [[ჭუპრი]], [[იმაგო]]). ზოგიერთ ოჯახს ([[სამწიფარასებრნი]]) ახასიათებს ჰიპერმეტამორფოზი (გართულებული სრული მეტამორფოზი 6 და მეტი ფაზით).
 
== კვება ==
[[ფაილი:Orange Blister Beetle (Mylabris pustulata) on Ipomoea carnea W IMG 0593.jpg|მინი|მარცხნივ|''[[Mylabris pustulata]]'']]
ხოჭოებს შორის ზოგი [[მცენარეები]]თ ([[ფიტოფაგები]]), ხრწნადი ორგანული ქსოვილებით ([[საპროფაგები]]) იკვებება, ზოგი მტაცებელია. ფიტოფაგების თავის მხრივ ყოფენ 2 ჯგუფად: ხოჭოები, რომლებიც მცენარეთა მწვანე ნაწილებით იკვებებიან — ფილოფაგები (ფოთოლჭამიები, ცხვირგრძელები, ღრაჭები) და ხოჭოები, რომელთა მატლები ბალახოვან და მერქნიან მცენარეთა ქსოვილებში ბინადრობენ და ვითარდებიან (ცხვირგრძელების დიდი ნაწილი, ქერქიჭამიები, მემარცვლიები, პეწიანები და სხვა).
 
საპროფაგებში გამოყოფილია 3 ძირითადი ჯგუფი: ხოჭოები, რომლებიც მცენარეთა ნარჩენებით იკვებებიან (შავტანიანები, ფირფიტულ-საშიანები, ტკაცუნები და სხვა); ხოჭოები რომლებიც ხერხემლიან ცხოველთა ექსკრემენტებით იკვებებიან- კოპროფაგები; ხოჭოები, რომლებიც ლეშითა და ცხოველური ნარჩენებით იკვებებიან — ნეკროფაგები ([[ლეშიჭამიასებრნი|ლეშიჭამიები]], ტყავიჭამიები). ხოჭოების დიდი ნაწილი ვითარდება მკვდარ, ლპობად მერქანში და წარმოადგენს გარდამავალ ფორმას ფიტოფაგებიდან საპროფაგებისაკენ. მტაცებელი ხოჭოები (ბზუალები, იამაიები, სტაფილინები და სხვები) იკვებებიან მწერებითა და მათი მატლებით, ჭიაყელებით, ხმელეთის მოლუსკებით და სხვა.
ხაზი 36:
* ღეროს მავნებლები, რომლებიც მერქანსა და ქერქის ქვეშ ვითარდებიან (პექიანები, ხარაბუზები, ქერქიჭამიები და სხვები),
* ნიადაგში მობინადრე მცენარის ფესვთა სისტემის მავნებლები (ღრაჭების, ტკაცუნა ხოჭოების, შავტანიანებისა და სხვების მატლები),
* სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მავნებლები (ბეღლის ცხვირგრძელა, ბრინჯის ცხვირგრძელა, ფქვილის ღრაჭიკა და სხვა).
 
ხოჭოების მთელი რიგი სახეობები (ჭიამაიები, ბზუალები და სხვა) სასარგებლო მტაცებლები არიან და მათ მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლისათვის იყენებენ. მაგ., [[საქართველო]]ში ციტრუსოვანი კულტურების მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ ჭიამაიების ინტროდუცირებულ სახეობებს - [[როდოლია]]ს, [[კრიპტოლემუსი|კრიპტოლემუსსა]] და [[ლინდორუსი|ლინდორუსს]].
ხაზი 51:
 
[[კატეგორია:ხოჭოები|*]]
 
{{Link FA|ru}}
{{Link GA|es}}
{{Link FA|de}}
{{Link GA|ar}}
{{Link GA|lt}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოჭოები“-დან