ჩინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|id}}, {{Link FA|sh}}, {{Link FA|sl}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:KangnidoMap.jpg|thumb|300px|ჩინეთის ისტორიული რუკა, 1402]]
{{ჩინეთის ისტორია}}
'''ჩინეთის ისტორია''' უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება [[ძვ.წ. 1500]] წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი [[ცინ შიხუანდი]]-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის ([[ძვ.წ. 200]] წელს) და [[კონფუცი]]ანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის ([[ძვ. წ. 100]] წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.
 
 
== სიას დინასტია ==
Line 11 ⟶ 10:
== შანის დინასტია ==
[[ფაილი:Shang.jpg|thumb|150px|შანი]]
მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო [[შანი (დინასტია)|შანის]] დინასტია (''[[ჩინური ენა|ჩინ.]]'' 商朝), რომელიც თარიღდება [[ძვ.წ. 1750]]-[[ძვ.წ. 1040]] წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.
 
* ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
Line 26 ⟶ 25:
 
=== აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ.წ. 771 - ძვ.წ. 256) ===
აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) [[დაოსიზმი]] (ტაოიზმი), [[კონფუციანიზმი]] და [[ლეგალიზმი]].
 
* დაოიზმი არის აგებული [[დაო]]ს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „[[დაო დე ჯინგი]]“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა [[ლაო-ძი]]მ. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი ნამდვილად ლაო-ძი ერქვა მას თუ არა, საერთოდ თუ არსებობდა ლაო-ძი და არის თუ არა ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ დაწერილი. დაოისტებს უყვარდათ ამდაგვარი ფიქრები და პარადოქსული მსჯელობები. მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) [[ბუდიზმი]]ს განვითარებაზე.
 
* [[კონფუცი]], რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ მორალიანი კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
 
* ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, [[ხუნ-ძი]]ს სწავლებებისგან. ზუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახალი გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს. კონფუციანიზმი ეყრდნობოდა ღირსებას და ქველობას, ხოლო ლეგალიზმი იყენბდა რკინის მუშტს. ლეგალიზმი იცავდა იმ ტექნიკებს და ხერხებს, რომლებიც გულისხმობდნენ წიგნების დაწვას და განადგურებას, მეზობლებს შორის დასმენის ინსტიტუტს, საიდუმლო პოლიციას, მოკლედ დაახლოებით ისეთი სტილის ინსტიტუციებს, რომლებას მომავალში, ახლო ისტორიაში, გამოიყენეს ჰიტლერმა, სტალინმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა.
Line 36 ⟶ 35:
== ცინ შიხუანდი და ცინის დინასტია ==
[[ფაილი:Qin.jpg|thumb|150px|ცინი]]
[[ძვ.წ. 221]] წელს, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა (მანამდე ყველა წინამდებარე დინასტიის მეთაურები საკუთარ თავს მეფეებს ეძახდნენ) [[ცინ შიხუანდი]]მ მთლიანად დაიპყრო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში დაშლილი ჩინეთი. მისი მოგება განაპირობა ორმა მიზეზმა:
 
* ის იყო თავგანწირული ლეგალისტი (იმ დონეზე თავგანწირული და ფანატიკური, რომ რაც ქვეყანაში წიგნი იყო, რაც მან იპოვა, ყველა დაწვა და გაანადგურა); ხოცავდა თავის გენერლებს და სამხედროებს იმის გამო, რომ მათ დააგვიანეს შეხვედრაზე (თუმცა ამან მომავალში მისი დამარცხება გამოიწვია).
* ცინის სახელმწიფოს, დინასტიას, ჰქონდა ძალიან ბევრი რკინა, ამის გამო, რკინის ხანის პერიოდში, მათ ბევრად უფრო მეტი რკინის იარაღი ჰქონდათ ვიდრე სხვა სამთავროების არმიაებს.
[[ცინი (დინასტია)|ცინის]] დინასტიის (''[[ჩინური ენა|ჩინ.]]'' 秦) დროს დაიწყო [[ჩინეთის დიდი კედელი]]ს მშენებლობა. ფაქტობრივად ჩინეთის კედელს აშენებდა 5 დინასტია დაახლოებით 1800 წლის განმავლობაში. დაიწყო ცინის დინასტიამ და დაამთავრა [[მინი (დინასტია|მინის]] დინასტიამ ჩვენი წელთაღრიცხვით [[1620]] წელს.
 
[[ძვ.წ. 210]] წელს ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახიანდა. ამ ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, [[ჰანი (დინასტია)|ჰანის]] დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.
 
 
{{აზია თემატურად|ისტორია|აზიის ისტორია}}
Line 51 ⟶ 49:
[[კატეგორია:ჩინეთის ისტორია| ]]
 
{{Link FA|id}}
{{Link FA|sh}}
{{Link FA|sl}}
{{Link FA|zh-yue}}
{{Link GA|es}}