ჩენაი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|ta}} using AWB
(Bot: 89 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1352)
(clean up, removed: {{Link FA|ta}} using AWB)
|კატეგორია ვიკისაწყობში = Chennai
}}
'''ჩენაი''' ([[ტამილური ენა|ტამილ]]. சென்னை), აგრეთვე ცნობილი როგორც '''მადრასი''' — ქალაქი [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[ტამილნადუ]]ს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, [[ბენგალის ყურე]]ზე. იგი სამხრეთ ინდოეთის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მისი ნავსადგური კი მეორე უმსხვილესია ინდოეთში. [[2011]] წლის მონაცემებით, ჩენაის [[მოსახლეობა]] 4,68 მლნ ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ მეექვსე ქალაქია ქვეყანაში. მისი ურბანული [[აგლომერაცია]], რომელიც თავად ქალაქსა და მის გარეუბნებს მოიცავს, 8,9 მლნ მოსახლით ინდოეთის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი მეტროპოლიური არეალია.
 
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში სამხრეთ ინდოეთის სამეფოებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა, ქალაქის წერილობითი ისტორია კოლონიური ხანიდან იწყება, განსაკუთრებით [[ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია|ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის]] შემოსვლის შემდეგ, როდესაც [[1644]] წელს ინგლისური დასახლება ფორტ-სენ-ჯორჯი დაარსდა. ბრიტანელებმა საფრანგეთის კოლონიური ძალებისა და მაისურის სამეფოს რამდენიმე შემოტევა მოიგერიეს და [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] გვიან წლებში ჩენაი მთავარი საზღვაო პორტი გახდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩენაი ტამილნადუს შტატის დედაქალაქი და რეგიონის კულტურისა და პოლიტიკის მთავარი კერა ხდება.
 
{{ინდოეთის მილიონიანი ქალაქები}}
[[კატეგორია:ინდოეთის ქალაქები]]
 
[[კატეგორია:ინდოეთის ქალაქები]]
{{Link FA|ta}}
49 737

რედაქტირება