ჩარლზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|en}}, {{Link FA|it}} using AWB
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის en:Charles I of England; cosmetic changes)
(clean up, removed: {{Link FA|en}}, {{Link FA|it}} using AWB)
[[ფაილი:King_Charles_I_after_original_by_van_DyckKing Charles I after original by van Dyck.jpg|thumb|მარჯვნივ|ჩარლზ I]]
'''ჩარლზ I [[სტიუარტები|სტიუარტი]]''' ({{lang-en|Charles I}}; დ. [[19 ნოემბერი]], [[1600]], [[დანფერმლაინი]], [[შოტლანდია]] – გ. [[30 იანვარი]] [[1649]], [[უაიტჰოლის სასახლე]], [[ლონდონი]], [[ინგლისი]]) — [[ინგლისი]]ს, [[შოტლანდია|შოტლანდიისა]] და [[ირლანდია|ირლანდიის]] მეფე [[1625]] წლის [[27 მარტი]]დან სიკვდილამდე.
 
== ბიოგრაფია ==
[[1625]] წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ჩარლზ I სტიუარტი.მეფემ თავიდანვე განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა თავის მინისტრებს, მაღალი თანამდებობის მოხელეებს,ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს , რომლებიც მისი სიმპატიით სარგებლობდნენ.ის ანგარიშს არ უწევდა პარლამენტის აზრს.პარლამენტი მკაცრად აკრიტიკებდა მინისტრებს , რომელთა საქმიანობას ინგლისისთვის წარმატება არ მოჰქონდა.მეფემ ურჩი პარლამენტი დაითხოვა , მაგრამ მის მიერ დაწესებული გადასახადები პარლამენტის გარეშე უკანონოდ ითვლებოდა. [[1628]] წელს ჩარლზი იძულებული გახდა , პარლამენტი მოეწვია.პარლამენტმა მეფეს წარუდგინა ,,პეტიცია უფლებათა შესახებ".
 
მუხლი 10: {{ციტატა|... სასულიერო და საერო ლორდები და თემები უმორჩილესად სთხოვენ თქვენს უდიდებულესობას,რომ მომავალში არავინ აიძულონ,გადაიხადოს ან გაიღოს რაიმე ძღვენის,სესხის,შეწირულების,გადასახადის ან რაიმე მსგავსი ხარკის სახით პარლამენტის აქტით დადგენილი თანხმობის გარეშე: და რომ არავის სთხოვონ პასუხი,დაფიცება,იძულებით სამსახური,არ დაიჭირონ ან სხვა მხრივ არ შეავიწროონ , ან არ შეაწუხონ ამ გადასახადების ან მის გადახდაზე უარის თქმის გამო.არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ ჩააგდონ საპყრობილეში ან არ დააპატიმრონ}}
პასუხად მეფემ ისევ დაითხოვა პარლამენტი და ინგლისში მკაცრი ერთმმართველობა დაამყარა.
 
ვითარება მხოლოს [[1640]] წელს შეიცვალა.შოტლანდიასთან დაწყებული ომის გამო იძულებული გახდა,ისევ მოეწვია პარლამენტი.ის [[1640]] წლიდან [[1653]] წლამდე მუშაობდა და „[[ხანგრძლივი პალამენტი]]“ ეწოდა. პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა მეფის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მათ მიიღეს 204-მუხლიანი დოკუმენტი , რომელშიც მეფის პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.პარლამენტმა გააუქმა მეფის შემოღებული უკანონო გადასახადები და სხვა კანონებიც.აიკრძალა პარლამენტის დათხოვნა მისი თანხმობის გარეშე.პარლამენტი ცდილობდა,მოეპოვებინა მინისტრების დანიშვნისა და მეფის სხვადასხვა ქმედებათა კონტროლის უფლება.
 
პარლამენტში მეფის მომხრეებიც იყვნენ , ძირითადად,უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. მათ ,,კავალეტებს" უწოდებდნენ. ისინი მეფის უფლებების ასეთ შეზღუდვის ჭინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ,სამეფოში ძველი წესრიგი შეენარჩუნებინათ.
[[კატეგორია:დაბადებული 1600]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1649]]
 
{{Link FA|en}}
{{Link FA|it}}
49 737

რედაქტირება