შავი ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|bg}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|he}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|sk}}, {{Link FA|tr}}, {{Link FA|vi}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|bg}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|he}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|sk}}, {{Link FA|tr}}, {{Link FA|vi}} using AWB)
არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — [[ვარსკვლავი|ვარსკვლავები]], [[ნისლეული|ნისლეულები]], [[პლანეტა|პლანეტები]]. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“.
 
თავად ტერმინი „შავი ხვრელი“ პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა [[ჯონ უილერი|ჯონ უილერმა]] 1967 წელს, [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[კოლუმბიის უნივერსიტეტი|კოლუმბიის უნივერსიტეტში]] გამოსვლის დროს გამოიყენა<ref>[https://drive.google.com/file/d/0B5HB_aeqnhBrSDhQcndvQ25KZDg/view National Geographic საქართველო]</ref>.
 
== ჰიპოთეზის წარმოშობა ==
 
ვარსკვლავებს, ადამიანების მსგავსად, აქვს საკუთარი [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] ციკლი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მნათობი, რომელიც ჩვენს [[მზე]]ს მასით ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც კი აჭარბებს (მზის მასა კი [[დედამიწა|დედამიწისაზე]] 333 ათასჯერ დიდია), თავისი არსებობის ბოლო სტადიაში, მანამ, სანამ ის საბოლოოდ ჩაქრება, მოკლე დროით გადაიქცევა ზეახალ ვარსკვლავად: ის ფეთქდება და გარშემო ყრის სხვადასხვა ნივთიერებათა ნატეხებს. ერთი დღის განმავლობაში [[ზეახალი ვარსკვლავი]] გამოასხივებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც გამოასხივებდა მზე 1 მლრდ წლის განმავლობაში, ხოლო მისი გარსის ნივთიერება სივრცეში უზარმაზარი სიჩქარით — 10 000 კმ/წმ განიბნევა. ის, რაც აფეთქების შემდეგ რჩება, შეიძლება შეიკუმშოს თავისივე მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით და გარდაიქმნეს ნეიტრონულ ვარსკვლავად. მაგრამ თუ აფეთქების ნარჩენი საკმაოდ დიდია, და როგორც მინიმუმი სამჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას, მაშინ შეკუმშვა შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ყოფილი ვარსკვლავი „შავ ხვრელად“ გადაიქცეს.
 
 
მეცნიერთა მოსაზრებით მხოლოდ ჩვენს [[გალაქტიკა]]ში 100 მლნ-ზე მეტი შავი ხვრელია და თითოეული მათგანი შორეულ წარსულში აფეთქებული გიგანტური ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. ამ „შავი ხვრელების“ მასა კოლოსალური, მზისაზე ბევრჯერ დიდი უნდა იყოს, რადგან ის ისრუტავს ყველაფერს, რაც კი მის გვერდით მოხვდება — ვარსკვლავთშორის აირებსაც და ნებისმიერ სხვა კოსმიურ ნივთიერებასა თუ სხეულს.
[[კატეგორია:ასტრონომია]]
 
{{Link FA|bg}}
{{Link FA|eu}}
{{Link FA|he}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|sk}}
{{Link FA|tr}}
{{Link FA|vi}}
{{Link GA|ar}}
{{Link GA|en}}
49,737

რედაქტირება