ქრომოსომა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
ვირუსთა ნუკლეოპროტეიდულ კომპლექსებს კაფსიდი ან ნუკლეოკაფსიდი ჰქვია. მათ ძირითადად სპირალური სტრუქტურა აქვთ ან წარმოქმნიან კუბურ მრავალწახნაგოვან სტრუქტურას იკოსაედს. ვირუსები გასამრავლებლად იყენებენ დასნებოვნებული უჯრედის ნივთიერებათა ცვლის აპარატს, ფერმენტებს.
 
ბევრი ბაქტერიული, მცენარეული და ცხოველური ვირუსი გამრავლებისას ინფიცირებული უჯრედის ლიზისს იწვევს.
 
ვირუსის დნმ-ს სხვადასხვა სტრუქტურა აქვს. ყურადღებას იპყრობს ხაზობრივი დნმ-ს მოლეკულათა ბოლოები. როგორც წესი, მათში აღინიშნება ამა თუ იმ სახის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობათა განმეორებადობა.
 
'''მიტოქონდრიის ქრომოსომა'''. მიტოქონდრიები ევკარიოტულ უჯრედთა ციტოპლაზმაში არსებული ავტონომიური ორგანელებია. ყოველ მათგანს ზოგადი სტრუქტურული თავისებურება აქვს (მატრიქსი, შიდა და გარე მემბრანული სისტემა). მიტოქონდრიებში ხორციელდება აერობული ჟანგვითი პროცესი. ამ დროს ენერგია გარდაიქმნება რეზერვულ მაკროერგულ ნივთიერებათა ენერგიად – ადენოზინტრიფოსფატად (ატფ), რომელიც გროვდება მიტოქონდრიის შიდა მემბრანაზე. ნახშირწყლები, ამინომჟავები და ცხიმები ექვემდებარებიან დაშლას აერობული ჟანგვითი პროცესის შედეგად, რომელიც მიტოქონდრიებში ხორციელდება.
ხაზი 25:
ადამიანის მიტოქონდრიების "ქრომოსომა" დაახლოებით 16,5 ათას ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას (კბ) შეიცავს. მიტოქონდრიული დნმ-ს შეფარდება ბირთვის დნმ-თან ადამიანში შეადგენს 1%-ს. მიტოქონდრიები შეიცავენ ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა ცილის სინთეზის საწარმოებლად. მიტოქონდიულ "ქრომოსომაში" არ არის ან მეტად მცირეა არამაკოდირებელი უბნები. ამავე დროს, მიტოქონდრიულ დნმ-ში - "ქომოსომაში" ტრანსკრიფციას ახორციელებს ორივე ძაფი.
 
ბირთვული დნმ-საგან განსხვავებით მიტოქონდრიული დნმ-ს აუა ტრიპლეტი აკოდირებს მეთანინს და არა იზოლეიცინს, აგა და აგგ წარმოადგენს გაჩერების ტრიპლეტებს და არ აკოდირებს არგინინს, როგორც ამას აკეთებს ბირთვული დნმ. ადამიანის მიტოქონდრიული რგოლოვანი დნმ - "ქრომოსომა" შეიცავს 16569 ნ.თ-ს, აკოდირებს რიბოსომულ დნმ-ს (12s და 16s), სს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო რნმ-ს, C ციტოქრომის I, II, III ოქსიდაზებს, B ციტოქრომს.
 
რაც შეეხება მუტაციათა სიხშირეს, ის გაცილებით მაღალია მიტოქონდრიულ დნმ-ში ბირთვის დნმ-თან შედარებით. ამავე დროს მუტაციათა სიხშირის საშუალებით განისაზღვრა მიტოქონდრიული გენების ფუნქციონირება. ადამიანის უჯრედების მიტოქონდრიათა "ქრომოსომების" მუტაციების უმეტესობა იწვევს ატფ-ს შემცირებას, რაც არის მიზეზი ზოგიერთი პათოლოგიის გაჩენისა, რომელიც გადადის დედის უჯრედებით და მოიცავს თავის ტვინს, გულის, თირკმელების, ღვიძლის ქსოვილებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
ხაზი 31:
'''ქლოროპლასტის ქრომოსომა'''. პლასტიდები მცენარეულ უჯრედთა ორგანელებია. უმაღლეს მცენარეებში ისინი წარმოიშვებიან პროპლასტიდებისაგან – მცირე ზომის სხეულაკებისაგან, რომლებიც ლოკალიზებულია მცენარეთა მერისტემულ ზონებში. პლასტიდები გარშემორტყმულია ორმაგი მემბრანით. პლასტიდების კლასიფიკაციიდან ერთ-ერთია ქლოროპლასტი, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და ახორციელებს ფოტოსინთეზს.
 
ქლოროპლასტები ძირითადად მოთავსებულია ფოთლებში, გაბნეულია ციტოპლაზმაში, მათი რაოდენობა ვარირებს 1-დან 100-მდე. ქლოროპლასტს აქვს რგოლოვანი დნმ, რომელიც უკავშირდება მემბრანას. ქლოროპლასტის დნმ - "ქრომოსომა" ძლიერ ემსაგვსება მიტოქონდრიულ დნმ-ს - "ქრომოსომას".
 
ქლოროპლასტის გენომი შედარებით დიდი ზომისაა. ზომები მერყეობს – 140 კბ-დან (უმაღლესი მცენარეები) 2000 კბ-მდე (უმდაბლეს ევკარიოტებში). ქლოროპლასტების დნმ-ს სიგძე 28-63 მკმ შეესაბამება. ქლოროპლასტებში დნმ-ს რაოდენობა უჯრედული დნმ-ს რამდენიმე პროცენტის შეადგენს.
ხაზი 41:
[[კატეგორია:ქრომოსომები|*]]
 
{{Link FA|de}}
{{Link FA|ca}}
{{Link GA|es}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქრომოსომა“-დან