ფრინველთა მიმოფრენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის mk:Преселба на птиците; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|he}}, {{Link FA|mk}} using AWB
ხაზი 2:
'''ფრინველთა მიმოფრენა''', [[ფრინველები|ფრინველთა]] პოპულაციების ან მათი ნაწილის პერიოდული (ყოველწლიური), მეტ-ნაკლებად შორეული ადგილგადანაცვლება ბუდობის ადგილიდან ზამთრობის ადგილისაკენ, რომლის დროსაც ფრინველთა ნაწილი მაინც უკან ბრუნდება.
 
ფრინველთა მიმოფრენა საშუალებას აძლევს ფრინველს გამრავლდეს თაობათა მანძილზე შეგუებულ საბუდარ ტერიტორიაზე, რომელიც სხვა სეზონებში (ჰავის სეზონური ცვლილებების გამო) საცხოვრებლად გამოუყენებელია. ფრინველთა მიმოფრენა მემკვიდრულად განმტკიცებული თვისებაა, რომელიც წარმოიქმნა სახეობის განსახლებისას ახალი ტერიტორიაზე ან საბუდარ ტერიტორიაზე საარსებო პირობების შეცვლის შედეგად. ამის გამო პოპულაციის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს გადამფრენი, მეორე კი — მობინადრე.
 
ფრინველთა მიმოფრენის სიშორე დამოკიდებულია მათი ცხოვრების ნირზე, ეკოლოგიაზე: ფრინველები, რომლებიც [[მარცვლოვნები]]თ იკვებებიან, უფრო ახლოს მიფრინავენ; რომლებიც [[მწერები|მწერებს]] ჭამენ - უფრო სამხრეთით, წყალმცურავნი კი — გაუყინავი წყალსატევეებისაკენ და ა.შ. ყველაზე შორს — [[ანტარქტიკა]]ში მიფრინავენ არქტიკაში მობუდარი პოლარული [[თევზიყლაპიები]]. ზოგიერთი ფრინველის დედლები მამლებზე უფრო სამხრეთით ზამთრობენ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა და კვების ფაქტორმა შეიძლება დააჩქაროს ან გაახანგრძლივოს ფრინველთა მიმოფრენა, რასაც თან ახლავს ფრინველებში [[ცხიმი]]ს დაგროვება, განსაკუთრებული ბიოლოგიური რიტმების რიტმების გაჩენა, გუნდური მოძრაობა და სხვა.
ხაზი 18:
[[კატეგორია:ორნითოლოგია]]
 
{{Link FA|he}}
{{Link FA|mk}}
{{Link GA|uk}}