ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|pl}} using AWB
ხაზი 16:
'''ფიჭვი''' ({{lang-la|Pínus}}) — მარადმწვანე [[წიწვოვანნი|წიწვოვანი]] [[ხე (მცენარე)|ხეების]], იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი [[ფიჭვისებრნი|ფიჭვისებრთა]] ოჯახისა. მათი სიმაღლე 1,5-50 მ, იშვიათად 75 მ (Pinus lambertiana, ჩრდილოეთ ამერიკაში) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა - მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი დაღრმად დაშასრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2-3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.
 
ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგიგვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.ტყეებს (ფიჭვნარებს) წმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ [[სოსნოვსკის ფიჭვი]] (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვი, [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica), [[კოხის ფიჭვი]] (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.
 
== ქიმიური შემადგენლობა ==
ხაზი 34:
 
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი]]
 
{{Link FA|pl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჭვი“-დან