ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|pt}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
'''ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე''' – [[პავლე მოციქული]]ს 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა [[რომი]]ს საპყრობილეში. იგი ეხება თავის მეორე სამისიონერო მოგზაურობას [[მაკედონია]]ში, ქალაქ [[ფილიპე (ქალაქი)|ფილიპე]]ში. ეპისტოლე შედგება 4 თავისაგან.
 
როდესაც პავლე მოციქული თავისი მეორე სამისიონერო მოგზაურობის დროს ჩავიდა მაკედონიაში, ქალაქ ფილიპეში, მას თან ახლდნენ მოწაფეები სილა და ლუკა (შემდეგში – მახარებელი). აქ მან პირველად აუწყა შეკრებილ ხალხს მოძღვრება ხსნის (გადარჩენის) შესახებ. აქედან დაიწყო [[სახარება|სახარების]] გავრცელება ქალაქში მიუხედავად წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგობისა. პავლე და სილა საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ სასწაულებრივად განთავისუფლდნენ. ამის მნახველმა საპყრობილის ზედამხედველმა ირწმუნა [[ქრისტე]] და მოინათლა. წარმართთაგან [[ქრისტიანობა]]ზე მოქცეულთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. ამ ეპისტოლით პავლე მოციქულს უნდოდა ფილიპელი ძმებისადმი მადლიერება გამოეხატა გამოგზავნილი წერილისა და მატერიალური დახმარებისათვის.
 
ამ ეპისტოლეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა წერილებში, ჩანს მოციქულების პირადი თბილი ურთიერთობა ამ ეკლესიასთან. პავლე მოციქული, მართალია, დასაგმობს ვერაფერს ხედავს ფილიპელთა ქრისტიანულ ცხოვრებაში, მაგრამ იგი აფრთხილებს, მოძღვრავს მის საყვარელ მრევლს – „მის სიხარულსა და გვირგვინს“ (ფილიპ. 4,1), მტკიცედ იდგნენ ერთსულოვნებით და იცხოვრონ ქრისტეს სახარების ღირსად. იღვაწონ სახარების რწმენისათვის. მოციქულის სიტყვებით, ქრისტესთვის დევნილის ხვედრი ბევრად უკეთესია, ვიდრე ხვედრი მდევნელისა: პირველს ელის ჯილდო ზეცაში (მთ. 5,11-12), ხოლო მდევნელი განწირულია დასაღუპავად. [[პავლე მოციქული]]ს ეს ეპისტოლე არის მოწოდება ქრისტიანული სიხარულისა, რომ სივიწროვემ, გლოვამ და სიკვდილმაც კი ვერ უნდა შეაშინოს მორწმუნე.
ხაზი 29:
[[კატეგორია:ახალი აღთქმის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
[[კატეგორია: ეგზეგეტიკა]]
[[კატეგორია: ქრისტიანობა]]
[[კატეგორია: ეპისტოლეები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
{{Link FA|el}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|pt}}