ულის გრანტი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|sh}} using AWB
(Robot: en:Ulysses S. Grant is a good article; cosmetic changes)
(clean up, removed: {{Link FA|sh}} using AWB)
}}
 
'''ულის სიმპსონ გრანტი''' ({{lang-en|Ulysses Simpson Grant;}} დ. [[27 აპრილი]], [[1822]] — გ. [[23 ივლისი]], [[1885]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით მე-18 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1869]]-[[1877]] წლებში, იუნიონის ჯარების წამყვანი გენერალი [[აშშ-ის სამოქალაქო ომი|აშშ-ის სამოქალაქო ომში]], აშშ-ის ჯარების [[გენერალ-ანშეფი]] 1864-1869 წლებში.
 
ულისე გრანტი 1822 წელს ოჰაიოში დაბაღის ოჯახში დაიბადა. გრანტი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ 17 წლის ასაკში [[აშშ-ის სამხედრო აკადემია]]ში შევიდა. 1846 წელს აკადემიის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ იგი [[ამერიკა-მექსიკის ომი|ამერიკა-მექსიკის ომში]] მსახურობდა როგორც [[ლეიტენანტი]], სადაც [[უინფილდ სკოტი]]ს და მომავალი პრეზიდენტის [[ზაქარი ტეილორი]]ს ქვეშევრდომი იყო. ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ, რომელიც 1848 წელს დასრულდა, გრანტი არმიაში დარჩა, მაგრამ 1854 წელს უეცრად თანამდებობიდან გადადგა. ის შემდგომ წლებში სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა. სამოქალაქო ომის დროს იგი იუნიონის ჯარებს შეუერთდა.
 
1861 წელს პრეზიდენტმა [[აბრაამ ლინკოლნი|აბრაამ ლინკოლნმა]] გრანტი მოხალისეთა [[ბრიგადის გენერალი|ბრიგადის გენერლად]] დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით იუნიონმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც [[ტენესი|ტენესში]] [[ჰენრის ფორტის ბრძოლა|ჰენრის]] და [[ონელსონის ფორტის ბრძოლა|ონელსონის]] ფორტები აიღეს. [[შაილოს ბრძოლა|შაილოს ბრძოლის]] დროს იგი [[კონფედერაციული შტატები|კონფედერაციის]] ჯარების მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო ბრძოლის მოგება, დიდმა დანაკარგებმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. 1863 წელს გრანტმა [[ბიკსბურგის ალყა|ბიკსბურგის ალყის]] და [[ჩატანუგას კამპანია|ჩატანუგას კამპანიის]] დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რამაც მას ლინკოლნის ყველაზე აგრესიული და წარმატებული გენერლის რეპუტაცია შეუქმნა. 1864 წელს იგი რეგულარული არმიის [[გენერალ-ლეიტენანტი]] და აშშ-ის არმიის [[გენერალ-ანშეფი]] გახდა. გრანტი კოორდინირებულ სტრატეგიას აღასრულებდა, რომელიც ერთდროულად სამხრეთის არმიის და ეკონომიკური შესაძლებლობების განადგურებისთვის შეტევას გულისხმობდა. 1865 წლის აპრილში რთული ბრძოლების შემდეგ მან [[კონფედერაციული შტატები|კონფედერატების]] გენერლის [[რობერტ ლი]]ს კაპიტულაცია მიიღო.
 
იუნიონის გამარჯვებამ გრანტს პოპულარობა მოუტანა. მან აშშ-ის ორ საპრეზიდენტო არჩევნებში [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1868)|1868]] და [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1872)|1872]] წლებში გაიმარჯვა როგორც [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელმა]] და [[ენდრუ ჯექსონი]]ს პრეზიდენტობიდან 40 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც პოსტზე ორი სრული ვადა გაატარა. იგი პრეზიდენტის რანგში [[რეკონსტრუქცია]]ს ხელმძღვანელობდა, რაშიც მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა იყო. მან სამხედრო თანამშრომლების ნაწილი თეთრ სახლში გადაიყვანა. მისი ადმინისტრაცია სკანდალებში იყო გახვეული, რაც [[ნეპოტიზმი|ნეპოტიზმში]] და პოლიტიკურ [[კორუფცია]]ში გამოიხატებოდა.
 
{{DEFAULTSORT:გრანტი, ულისე}}
 
[[კატეგორია:აშშ-ის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:აშშ-ის გენერლები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1885]]
 
{{Link FA|sh}}
{{Link GA|en}}
49,737

რედაქტირება