ტუგენდჰატის ვილა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 28 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q457453
clean up, removed: {{Link FA|fi}} using AWB
ხაზი 19:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|1052}}
'''ტუგენდჰატის ვილა''' — XX საუკუნის ნაგებობა [[ჩეხეთი]]ს ქალაქ [[ბრნო|ბრნოში]]. დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორის — [[ლუდვიგ მის ვან დერ როე]]ს მიერ და მიიჩნევა ნამდვილ შედევრად. მშენებლობა მიმდინარეობდა [[1928]]-[[1930]] წლებში, დამკვეთები იყვნენ ფირც ტუგენდჰატი და მისი ცოლი გრეტა. ვილა სულ მალე გახდა თანამედროვე არქიტექტურის სახე.
 
ნაგებობა [[ფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)|ფუნქციონალიზმის]] პარადიგმატულ მაგალითს წარმოადგენს. მშენებლობაში მაისმა რევოლუციური რკინის კარკასი გამოიყენა, რომელიც ანაწილებდა საყრდენ კედლებზე დაწოლას, ამავე დროს, ინტერიერს სივრცისა და სინათლის შეგრძნებას აძლევდა. მანვე დააპროექტა ვილის ავეჯი. ვილაში არაა არც მხატვრობა და არც დეკორირების რაიმე ნიმუში, მიუხედავად ამისა, ინტერიერი მკაცრი არაა, რაც მიღწეულია ისეთი ბუნებრივი ან ბუნებრივის მსგავსი კომპონენტების გამოყენებით, როგორებიცაა [[ონიქსი]]ს კედლები და უიშვიათესი ტროპიკული [[ხე-მასალა]]. ონიქსის კედლები გამჭვირვალეა და გამომეტყველებას იცვლის მზის ჩასვლისას. არქიტექტორი ასევე გაუძღვა ვილადან თვალწარმტაცი ხედის შექმნას, რომელიც ინტერიერის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს.
 
ვილის ფასი საკმაოდ მაღალი იყო, რაც გამოწვეულია მისი უჩვეულო კონსტრუირების მეთოდითა და მდიდრული კომპონენტებით, გათბობის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვენტილაციით და ა. შ. ამავე დროს, ის საკმაოდ დიდია საოჯახო სახლის პირობებზე.
 
ფრიც და გრეტა ტუგენდჰატები [[ებრაელები]] იყვნენ. მათ ჩეხოსლოვაკია [[1938]] წელს დატოვეს, ცოტათი უფრო ადრე, სანამ ქვეყანა [[მიუნხენის შეთანხმება (1938)|მიუნხენის შეთანხმებით]] ნაწილებად დაიშლებოდა. ისინი აღარასდროს დაბრუნებულან. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სახლი სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. [[1992]] წელს, [[ჩეხოსლოვაკია|ჩეხოსლოვაკიის]] ლიდერებმა სწორედ ამ შენობაში გააფორმეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დღეს არსებულ ნაწილებად - [[ჩეხეთის რესპუბლიკა]]დ და [[სლოვაკეთი|სლოვაკეთად]] გაიყო. [[1994]] წლიდან, ვილა საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც მუზეუმი.
 
[[2001]] წელს, ტუგენდჰატის ვილა [[იუნესკო]]მ [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლთა სიაში შეიტანა.
ხაზი 37:
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩეხეთში}}
 
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩეხეთში]]
[[კატეგორია:ჩეხეთის შენობა-ნაგებობები]]
 
{{Link FA|fi}}