ტარაკანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|sl}} using AWB
ხაზი 16:
 
'''ტარაკანები''' ({{lang-la|Blattodea}}) — [[მწერები]]ს რიგი; ახასიათებს არასრული გარდაქცევა. მათი ბრტყელი ან ოვალური სხეულის სიგრძე 4 მმ—9,5 სმ აღწევს. აქვთ სამკუთხა თავი, რომელიც დაფარულია ფარისებრი წინა ზურგით, მღრღნელი ტიპის პირის ორგანოები, მრავალნაწევრიანი, ჯაგრისები ულვაშები, მკვრივი ზედა და სიფრიფანა ქვედა [[ფრთები]]. სარბენი ფეხები, 5-ნაწევრიანი თათები, 8—10-ნაწევრიანი ბრტყელი მუცელი ბოლოზე გრძელი ცერკებით, მთლიანად ჩამალული კვერცხსადები. ბინადრობს ტყეში, გამხმარი ხეების, ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ, [[მღრღნელები]]ს სოროებში, [[ადამიანი]]ს საცხოვრებელ ბინებში ([[სინანთროპული ორგანიზმები]]). კვერცხებს დებენ სპეციალურ კაფსულებში — ოოთეკებში. ზოგიერთი ტროპიკული სახეობა ცოცხლადმშობია. მატლების განვითარება რამდენიმე თვიდან (Blattella germanica) 4 წლამდე (Blatta orientalis) გრძელდება. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული ნარჩენებით. ტარაკანები აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს, აზიანებენ ტყავის ნაწარს, წიგნის ყდებს, ოთახისა და სათბურის მცენარეებს. ზოგი ტარაკანები ინფექციური დაავადების (მაგ. [[დიზენტერია|დიზენტერიის]]), პარაზიტული ჭიების კვერცხების გადამტანია. ნამარხი ტარაკანები ცნობილია [[ქვანახშირის პერიოდი]]დან (დაახლოებით 3000 სახეობა). ტარაკანები ბევრია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.
[[საქართველო]]ში გვხვდება ტარაკანების 8 სახეობა ([[ამერიკული ტარაკანები]], [[შავი ტარაკანები]], [[ქარცი ტარაკანები]] და სხვა).
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|659|სეფერთელაძე მ.}}
 
[[კატეგორია:ტარაკანები|*]]
{{Link FA|sl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტარაკანები“-დან