სწორფრთიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|nl}} using AWB
ხაზი 21:
== კლასიფიკაცია ==
სწორფრთიანების რიგი იყოფა ორ ქვერიგად — [[გრძელულვაშებიანები|გრძელულვაშებიანებად]] (Dolichosera, ანუ Ensifera, [[კუტკალიები]], [[ჭრიჭინები]]), რომელთაც აქვთ გრძელი ანტენები და კვერცხსადებები, და [[მოკლეულვაშიანები|მოკლეულვაშიანებად]] (Brachicera ანუ Caelifera, [[კალიები]]), რომელთაც აქვთ მოკლე ულვაშები და კვერცხსადები. რიგში ოცი ათასამდე [[სახეობა |სახეობა]]ა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული [[ევრაზია|ევრაზიის კონტინენტზე]], ყოფილ [[სსრკ]]-ში 700-ზე მეტი სახეობა აღირიცხებოდა. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სწორფრთიანები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ([[ყირიმი]], [[კავკასია]]).
სწორფრთიანების უმეტესობა [[მცენარეები]]თ იკვებება, ზოგი მტაცებელი ან ნაირჭამიაა. ზოგი სწორფრთიანები, მაგალითად [[კალიები]], სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. [[საქართველო]]ში თითქმის ყველგან გვხვდება მწვანე, ჩვეულებრივი, გრძელი, რუხლაქებიანი, თეთრშუბლა და სხვა ნაირჭამია კუტკალიები, რომლებიც აზიანებენ [[ციტრუსები|ციტრუსებს]], [[ჩაი|ჩაის ბუჩქებს]], [[თამბაქო]]ს, [[ხორბალი|ხორბალს]] და სხვა სახეობის კულტურებს. კალიებიდან ჩვენში ყველაზე საშიშია მავნებელია [[ეგვიპტური კალია]], გვხვდება აგრეთვე [[იტალიური კალია]], [[უდაბნოს კალია]] და სხვა, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისთვის. ჭრიჭინებიდან საქართველოში შედარებით მავნე სახეობებია [[ველის ჭრიჭინა|ველის]], [[სახლის ჭრიჭინა|სახლის]], [[მინდვრის ჭრიჭინა|მინდვრის]], [[ვაზის ჭრიჭინები]], აგრეთვე [[მახრა]] ანუ [[ბოსტანა]] და სხვა, რომლებიც გავრცელებული არიან მთელ საქართველოში და ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
 
ხაზი 29:
[[კატეგორია:სწორფრთიანები]]
[[კატეგორია:მავნებლები]]
{{Link FA|nl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სწორფრთიანები“-დან