სპილოსებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის tr:Fil; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|en}}, {{Link FA|kn}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|tr}} using AWB
ხაზი 15:
}}
 
'''სპილოსებრნი''' (Elephantidae) — [[ძუძუმწოვრები]]ს [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]] [[ხორთუმიანები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. ტანად დიდი [[ცხოველები]]. მათი სიმაღლე 3,5 [[მ]], ხოლო მასა — 4-5 [[ტ]] აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭმრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ [[აფრიკული სპილო|აფრიკულ სპილოს]] (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა [[კუჭი]] მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. [[წყალი|წყალს]] ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლიარი.
 
სპილოსებრნი მრავალ ადგილას მოსპობილია. ამჟამად ყველგან იცავენ. იყენებენ სპილოსებრთა ძვალს (შუანებს). ხორცი საკვებად ვარგისია. ცნობილია სპილოსებრთა 2 გვარის თითო სახეობა: [[აზიური სპილო]] (Elephas asiaticus) გავრცელებულია [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[ბირმა]]ში, [[ნეპალი|ნეპალში]], [[ტაილანდი|ტაილანდში]], [[ვიეტნამი|ვიეტნამში]], [[მალაიზია]]ში, [[სუმატრა|კუნძულ სუმატრაზე]], [[შრი-ლანკა]]ზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია „წითელ წიგნში“.
ხაზი 21:
აფრიკული სპილო (Loxodonta africana) გვხვდება თითქმის მთელ [[აფრიკა]]ში, [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით
 
ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ სახეობას მოიცავს:
 
* '''აფრიკული სპილოები''', (''Loxodonta'')
ხაზი 27:
* '''აფრიკული ტყის სპილო''', (''Loxodonta cyclotis'')
* '''ინდური სპილოები''', (''Elephas'')
* '''ინდური სპილო''', (''Elephas maximus'')
 
დანარჩენი სახეობები, მათ შორის, [[მამონტები]] (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი [[ეშვი|ეშვების]] მოსაპოვებლად რომლებსაც იყენებდნენ მორთულობებსა და სამკაულებში. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი შეიტანეს საერთაშორისო წითელ წიგნში. [[ინდური სპილო]]ები ადვილი გასაწრთვნელები არიან. მათ ტრანსპორტის სახითაც გამოიყენებენ, რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შევხვდებით [[ცირკი|ცირკშიც]]. [[აფრიკული სპილო]]ები არ იწრთვნება.
ხაზი 99:
[[კატეგორია:სპილოსებრნი|*]]
 
{{Link FA|en}}
{{Link FA|kn}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|tr}}
{{Link GA|no}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპილოსებრნი“-დან