სიურრეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|scn}} using AWB
ხაზი 6:
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით „ზერეალობას“ ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის [[აპოლინერი, გიიომ|გიიომ აპოლინერს]], რომელიც [[1918]] წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონმა]] და [[სუპო, ფილიპ|ფილიპ სუპომ]] ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. [[1919]] წელს მათ შეუერთდათ [[არაგონი, ლუი|არაგონი]] და [[ელუარი, პოლ|პოლ ელუარი]].
 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება [[დადაიზმი]], რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ [[1922]] წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით, მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან, არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია, როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „სიურრეალისტური რევოლუცია“, [[1922]] წელს.
 
სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: [[ნერვალი, ჟერარ დე|ჟერარ დე ნერვალის]] ე.წ. „სუპერნატურალიზმი“, [[გერმანია|გერმანული]] [[რომანტიზმი]], [[ბოდლერი, შარლ|ბოდლერის]] შემოქმედება, [[კუბიზმი]], [[რემბო, ართურ|რემბოს]] იდეები „ცხოვრების შეცვლის“ შესახებ, [[მარქსი, კარლ|კარლ მარქსის]] ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და [[ფროიდი, ზიგმუნდ|ზიგმუნდ ფროიდის]] გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, ''სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია'', რომელიც [[1900]] წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. „მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება.“ <ref>ბრეტონი ა. სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი, [[1924]]. </ref>
 
== „სიურრეალისტური ავანტიურა“ ==
ხაზი 14:
[[ბრეტონი, ანდრე|ბრეტონი]] თავის ''მანიფესტში'' სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:
 
„წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი.“ <ref>ა. ბრეტონი, „სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი“, 1924. </ref>
 
სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, [[იუმორი|იუმორსა]] და [[ირონია]]ს, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
ხაზი 79:
[[კატეგორია:მხატვრული მიმდინარეობები]]
[[კატეგორია:ლიტერატურული მიმდინარეობები]]
 
{{Link FA|el}}
{{Link FA|scn}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიურრეალიზმი“-დან