სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|bg}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png|300px|მინიატიურა|ბულგარეთის საზღვრები სან-სტეფანოს ზავის მიხედვით.]]
'''სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება''' — საზავო ხელშეკრულება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსა]] და [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] შორის, დაიდო [[1878]] წლის 3 მარტს [[სტამბოლი]]ს მახლობლად, [[სან-სტეფანო]]ში. ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1877]]-[[1878]] წლების ომი. რუსეთის მხრიდან ხელი მოწერეს [[ნიკოლაი იგნატიევი|ნიკოლაი იგნატიევმა]] და [[ალექსანდრ ნელიდოვი|ალექსანდრ ნელიდოვმა]], ოსმალეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა სავფეთ-ფაშამ და საადულა-ბეიმ (ოსმალთა ელჩი [[გერმანია]]ში).
 
ზავმა განამტკიცა [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიის]], [[რუმინეთი]]სა და [[სერბეთი]]ს დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართოა მათი საზღვრები; [[ბოსნია]]მ და [[ჰერცეგოვინა]]მ მიიღეს ავტონომია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში, [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა [[სომხები]] [[ქურთები]]სა და [[ჩერქეზები]]ს შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა“ კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყო [[ბათუმი]], არტაანი, [[ყარსი (ქალაქი)|ყარსი]], [[ბაიაზიდი]] და სხვა.
 
რუსეთმა ზავის პირობებით განიმტკიცა პოზიციები [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთსა]] და [[კავკასია]]ში. რუსეთის ამ წარმატებებმა [[ინგლისი]]სა და [[ავსტრია-უნგრეთი]]ს უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისელებმა დაითანხმეს რუსეთი დაედო ხელშეკრულება ლონდონში ([[1878]] წ.), რომელიც ითვალისწინებდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას, რაც საბოლოოდ [[ბერლინის კონგრესი|ბერლინის კონგრესზე]] (1878 წ.) მოხდა. [[აზია]]ში ალაშკერტის ველი და ბაიაზიდი ოსმალეთს დაუბრუნდა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ თარიღად ითვლება.
ხაზი 21:
[[კატეგორია:ჩერნოგორიის ისტორია]]
[[კატეგორია:რუმინეთის ისტორია]]
 
{{Link FA|bg}}