სან-მარინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|de}}, {{Link FA|mk}} using AWB
ხაზი 57:
}}
 
'''სან-მარინოს რესპუბლიკა''' ({{lang-it|San Marino, Serenissima Repubblica di San Marino}}) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, [[აპენინის ნახევარკუნძული|აპენინის ნახევარკუნძულზე]], წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ფართობი - 61 კვ.კმ. ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს [[დალმაცია|დალმაციელი]] ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ [[იტალია|იტალიაში]]. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.
 
[[1862]] წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. [[1947]]-[[1986]] წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე - 3 სექტემბერი ([[301]] წ.).
ხაზი 63:
[[ფაილი:San Marino-CIA WFB Map-ka.png|thumb|left|სან-მარინო]]
 
ქვეყნის სახელმწიფო სისტემა რესპუბლიკური ტიპის არის. სახელმწიფოს მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრით). ადმინისტრაციული დაყოფაა 9 კომუნა.
 
ქვეყნის მოსახლეობა - 32,576 ადამიანს შეადგენს.<ref name="smpop">[http://www.statistica.sm/on-line/Home/DatiStatistici/Popolazione.html?Categoria=2&nodo=/on-line/Home/DatiStatistici/Popolazione/Strutturademografica.html Popolazione], Upeceds, Government of San Marino. Accessed on 30 April 2013.</ref> აქედან შორის 91% [[სანმარინოელები|სანმარინოელია]], ხოლო 9% — [[იტალიელები|იტალიელი]]. სახელმწიფო ენაა [[იტალიური ენა|იტალიურია]]. ძირითადი რელიგია [[კათოლიციზმი]]ა. ქვეყნის დედაქალაქია სან-მარინო.
 
ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს სამშენებლო ქვა, ხოლო შემოსავლის წყაროს - ტურიზმი. ქვეყნის ვალუტაა [[ევრო]].
ხაზი 79:
[[კატეგორია:ევროპის ქვეყნები]]
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|de}}
{{Link FA|mk}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სან-მარინო“-დან