სათბურის ეფექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|eu}}, {{Link FA|pl}}, {{Link FA|qu}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Greenhouse_effect_geoGreenhouse effect geo.JPG‎ |მინი|ენერგიის გადაცემა კოსმოსს, დედამიწის ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირს შორის. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის ზედაპირის თბური გამოსხივების დაჭერის უნარი განაპირობებს]]
 
'''სათბურის ეფექტს''' [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] მიერ [[დედამიწა|დედამიწის]] [[ინფრაწითელი სხივები|ინფრაწითელი გამოსხივების]] დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს უწოდებენ. ეს დასახელება მომდინარეობს არასწორი ანალოგიიდან სათბურთან, რომლის შიგნით ჰაერი თბილია, გარეთ კი — ცივი. სინამდვილეში სათბურის ეფექტს [[სათბური|სათბურთან]] საერთო ცოტა აქვს.
ხაზი 10:
დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას [[მზე|მზის]] გამოსხივების სახით. ამ ენერგიის 30%–ს დედამიწა [[სინათლის არეკვლა|ირეკლავს]], 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და [[ოკეანე|ოკეანის]] გაცხელებას იწვევს. თავის მხრივ ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება.
[[ფაილი:Solar Spectrum.png|მინი|მზის ხილული გამოსხივების სპექტრი, დედამიწის ატმოსფეროში და ზღვის დონეზე.]]
მზის ხილული გამოსხივება ძირითადად დედამიწის ზედაპირის მიერ შთაინთქმება. ინფრაწითელ სხივებს კი დედამიწიდან [[კოსმოსი|კოსმოსში]] ძირითადად ატმოსფეროს ზედა ფენები ასხივებს. ამის მიზეზი იმაშია, რომ დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი [[ფოტონი|ფოტონების]] უდიდეს ნაწილს ატმოსფეროში არსებული [[სათბურის აირები]] და [[ღრუბელი|ღრუბლები]] "იჭერს" და ისინი კოსმოსში მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ ხელახალი გამოსხივების შედეგად შეიძლება მოხვდეს. გამთბარი ატმოსფეროს გამოსხივების ნაწილი კვლავ დედამიწის ზედაპირს უბრუნდება და უფრო მეტად ათბობს მას. მეტად გამთბარი ზედაპირი უფრო მეტ სითბოს ასხივებს ატმოსფეროში; გამთბარი ატმოსფერო ასევე მეტ სითბოს უბრუნებს დედამიწის ზედაპირს, მაგრამ ამავე დროს მეტ სითბის ასხივებს კოსმოსშიც. დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს ურთიერთგათბობა გრძელდება მანამ, სანამ ატმოსფეროს ზედა ფენებიდან ენერგიის გაფრქვევა მზისგან მიღებულ ენერგიას არ გაუტოლდება. ამ დროს წონასწორობა მყარდება აგრეთვე დედამიწის ზედაპირის მიერ შთანთქმულ და მის მიერ ატმოსფეროში გაფრქვეულ ენერგიას შორის. ამ წონასწორობათა მიღწევის შემდეგ დედამიწის (და ატმოსფეროს) ტემპერატურა სტაბილურდება.
 
აღწერილი სქემა არ ითვალისწინებს იმას, რომ ატმოსფეროში ენერგია ჰაერის მასების გადაადგილებასა და წყლის აორთქლება–კონდენსაციაზეც იხარჯება. გარდა ამისა, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დამოკიდებულია აგრეთვე ატმოსფეროში ღრუბლების რაოდენობასა და სიმკვრივეზე, ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე და დედამიწის მიერ სინათლის არეკვლის უნარზე ([[ალბედო]]ზე). თუმცა ეს მოვლენები აღწერილ სურათს არსებითად არ ცვლის.
ხაზი 24:
* {{cite book |author=Businger, Joost Alois; Fleagle, Robert Guthrie |title=An introduction to atmospheric physics |publisher=Academic |location=San Diego |year=1980 |isbn=0-12-260355-9 |edition=2nd |series=International geophysics series}}
* {{cite book |author1=Henderson-Sellers, Ann |author2=McGuffie, Kendal |title=A climate modelling primer |publisher=Wiley |location=New York |year=2005 |isbn=0-470-85750-1 |edition=3rd }}
* {{cite encyclopedia |last1=Schelling |first1=Thomas C. |editor= David R. Henderson (ed.) |encyclopedia=Concise Encyclopedia of Economics |title=Greenhouse Effect |url=http://www.econlib.org/library/Enc1/GreenhouseEffect.html |year=2002 |edition= 1st |publisher=Library of Economics and Liberty }}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 33:
[[კატეგორია:კლიმატის ცვლილება]]
[[კატეგორია:გარემოს დაცვა]]
 
{{Link FA|eu}}
{{Link FA|pl}}
{{Link FA|qu}}