საავტორო უფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q262283
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|id}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Copyright.svg|thumb|right|100px|© არის [[გაფრთხილება საავტორო უფლების დაცულობაზე|საავტორო უფლების დაცულობის]] [[საავტორო უფლების დაცვის ნიშანი|ნიშანი]]]]
'''საავტორო უფლება''' – [[ცნება]] [[სამოქალაქო სამართალი|სამოქალაქო სამართალში]], რომელიც ასახავს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს. როგორც წესი გარკვეული დროით, რომლის გასვლის შემდეგაც ნაწარმოები ხდება [[საყოველთაო საკუთრება]].
 
== საავტორო უფლება საქართველოში ==
ხაზი 8:
# საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
# საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.
# საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
 
საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ნაწარმოების ავტორი ამ ვადაში თავის ვინაობას გაამხელს, მაშინ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.
ხაზი 15:
# ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.
# საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
# დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
 
განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
ხაზი 25:
საავტორო უფლების შესახებ კანონები ეფუძნება ამ სფეროში არსებულ ძირითად საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ და მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. ეს კონვენციები უნივერსალური შეთანხმებებია და მათი წევრი ქვეყნებისათვის წარმოადგენენ საავტორო უფლების შესახებ კანონის საერთაშორისო საკანონმდებლო საფუძველს. საკუთარი კანონმდებლობის შემუშავებისას წევრ-ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საავტორო უფლების დაცვის სტანდარტები. ამ კონვენციებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივებიც. დღეისათვის ბერნის კონვენციის წევრ სახელმწიფოდ ითვლება 163 (2007 წლის მდგომარეობით) ქვეყანა. საქართველო ხელშეკრულებას [[1995]] წლის [[16 მაისი|16 მაისს]] შეუერთდა.
 
კონვენციით საავტორო უფლების დაცვის ვადა ყველა ნამუშევარზე (ფოტო და კინო ნამუშევრის გარდა) გრძელდება ავტორის გარდაცვალების შემდეგ 50 წლის განმავლობაში მაინც, მაგრამ წევრ-ქვეყნებს აქვთ უფლება ამ ვადის გაზრდის. ასე, მაგალითად, ევროკავშირის [[1993]] წლის დირექტივით ევროპის ტერიტორიაზე ეს ვადა გაიზარდა 70 წლამდე. ფოტონამუშევრებისათვის დაწესებულია 25 წლიანი ვადა (შექმნის წლიდან), ხოლო კინონამუშევრებისათვის _ 50 წელი პირველი ჩვენებიდან, ან 50 წელი შექმნის მომენტიდან, თუ პირველი ჩვენება მოხდა შექმნიდან 50 წლის განმავლობაში.
 
ქვეყნებს აქვთ უფლება დააწესონ დაცვის საკუთარი ვადები და გარკვეული ნამუშევრებისათვის (აუდიო და ვიდეოჩანაწერებისათვის) შესაძლებელია დაწესდეს უფრო ხანმოკლე ვადებიც.
ხაზი 40:
[[კატეგორია:სამოქალაქო სამართალი]]
 
{{Link FA|el}}
{{Link FA|id}}
{{Link GA|no}}