პიქტები: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|no}} using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|no}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Early Medieval Scotland areas.png|thumb|პიქტების სახელმწიფოებრივი გაერთიანებების ფორტრიისა და ალბის სავარაუდო ტერიტორიები დაახლოებით 800-900 წლებში ]]
'''პიქტები''' (სავარაუდოდ [[ლათინური ენა|ლათ]]. Picti — „შეღებილები“, როგორც ჩანს თვითწოდებიდან) — [[შოტლანდია|შოტლანდიის]] უძველესი მოსახლეობა.
ერთ-ერთი ვერსიით პიქტები [[კელტები]]სგან უნდა მომდინარეობდნენ, ისინი კელტებს ძალიან ადრე გამოყოფიან, დაახლოებით ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულში. ბრიტანელი მკვლევარები უფრო მეტად პიქტების [[იბერები (ესპანეთი)|იბერთაგან]] წარმოშობის ვერსიას იზიარებენ.
 
პიქტებს ენათესავებოდნენ კრუითნები (Cruthin, Cruithnig, Cruithni), რომლებიც [[ირლანდია|ირლანდიის]] ტერიტორიაზე სახლობდნენ.
 
პიქტები შოტლანდიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ფერტ-ოფ-ფორტის უბის ჩრდილოეთით. პიქტები ხშირად აწყობდნენ [[ბრიტანეთი]]ს სამხრეთზე თავდასხმებს. IV საუკუნის 60-იან წლებში [[ლონდონი|ლონდონამდეც]] მიაღწიეს. თავდაპირველად პიქტები ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდნენ, VI საუკუნისთვის კი უკვე რამდენიმე სახელმწიფოსმაგვარი გაერთიანება ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგომ [[პიქტების სამეფო]]დ იქცა. VI საუკუნეში პიქტები გაქრისტიანდნენ. ახალ რჯულზე ისინი ირლანდიელმა მისიონერმა კოლუმბმა მოაქცია. პიქტების სახელმწიფოს აყვავების ხანა VIII საუკუნეში დაუდგა, რის შემდეგაც პიქტებმა მოახერხეს ანგლების ჩრდილოეთით გადანაცვლება შეეფერხებინათ (ბრძოლა ნექტანსმერთან 685 წ.), მოგვიანებით კი დასავლეთიდან შოტლანდიელთა ურდოების შეტევები მოიგერიეს.
 
პიქტების სახელმწიფო მოწყობის თავისებურებას წარმოადგენდა ტახტის გადაცემა არა მამიდან შვილზე, არამედ დედიდან შვილზე. შედეგად, სხვადასხვა დროს პიქტების მეფეები იყვნენ გელური [[დალ-რიადა]]ს დინასტიის, ბრიტთა სტრატკლაიდისა და ანგლთა ნორთუმბრიის წარმომადგენელი პრინცესების ვაჟები. 843 წელს პიქტების მეფედ [[კენეთ I (შოტლანდია)|კენეთ I]] აკურთხეს. მან პიქტების და სკოტების სახელმწიფოები შოტლანდიის სამეფოდ გააერთიანა. თანდათანობით სკოტების [[გელური ენა|გელურმა ენამ]] პიქტების ენაკავი განდევნა (რომლის გენეტიკურ წარმომავლობაზეც დღემდე მიდის კამათი), მოკლე ხანში კი, უკვე ასიმილირებულმა პიქტებმა, როგორც განყენებულმა ერმა, არსებობა შეწყვიტეს.
ხაზი 24:
[[კატეგორია:ირლანდია]]
[[კატეგორია:ევროპა]]
 
{{Link FA|no}}
{{Link GA|en}}
49 737

რედაქტირება