ორფეოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|ro}} using AWB
ხაზი 8:
 
== მითები ==
ცხოვრობდა თრაკიაში<ref>დიოდოროს სიცილიელი. ისთორიული ბიბლიოთეკა</ref> პიმპლეაში კიკონის ოლქში ოლიმპის<ref>სტრაბონი. გეოგრაფია</ref> ახლოს. იყო ევრიდიკეს სატრფო<ref>ფსევდო-კლიმენტ რომაელი. გომილიუსი 15//ლოსევი ა.ფ.ბერძნული და პომაული მითოლოგია. 1996. 431; ლიხტი გ. ძველი საბერძნეთის სექსუალური ცხოვრება. 2003. 397</ref> აპოლონმა მას აჩუქა ოქროს ლირა, და დაიყვანა 9-მდე სიმების რაოდენობა ლირაზე<ref>ფსევდო-რატოსფენი. კატასტერიზმები 24</ref>. გაემგზავრა ეგვიპტეში სადაც საკმაოდ დახვეწა თავისი ცოდნა, და გახდა პირველი თეოლოგიაში, პოეზიაში, მუსიკაში. კრძალავდა სისხლის დაღვრას<ref> არისთოფანი</ref>. სცემდა თაყვანს აპოლონს. იყო თრაკიულ მისტერიაში გაწევრიანებული. ის მონაწილეობდა [[იაზონი]]ს მეთაურობით [[არგონავტები]]ს მოგზაურობაში [[კოლხეთის სამეფო]]ში [[ოქროს საწმისი]]ს დასაუფლებად. მან გადაარჩინა თავისი მეგობრები უკან დაბრუნების დროს. როდესაც მეზღვაურები სირინოზების ხმებით იყვნენ მონუსხულნი მან თავისი ლირის ხმით გადაფარა სირინოზთა ხმები. მან სწორედ თავისი მომღერალის ნიჭის გამოყენებით მოახერხა მიეღო პრივილეგია ჩასულიყო ქვესკნელის სამეფოში [[ევრიდიკე]]ს საძებნელად. ორფეოსის ხმა და ლირა მთელს საბრძნეთში იყო განთქმული: მას შეეძლო ადამიანის გულის მოლბობა და ცხოველების მოთვინიერება, რომლებიც სასმენად უახლოვდებოდნენ; მაგრამ როდესაც სიკვდილმა მისი მეუღლე ევრიდიკე წაიყვანა, მან გამოამჟღავნა მუსიკოსისა და მომღერალის უდიდესი ნიჭი. ევრიდიკე იყო ტყის ნიმფა. ერთხელ ის მწყემსმა არისთემ ნახა და მიახლოება სცადა. ის კი შიშისაგან გაიქცა. სირბილის დროს მას ფეხზე გველმა უკბინა და უსულოდ დაეცა. ორფეოსმა მთელი [[საბერძნეთი]] შემოიარა მწუხარე სიმღერების შესრულებით. ბოლოს და ბოლოს მან [[პელოპონესი]]ს უკიდურეს წერტილს მიაღწია სადაც მიწისქვეშა სამეფოს კარი იყო. თავისი სიმღერის მეშვეობით მან შეძლო დაერწმუნებინა [[ქარონი (მითოლოგია)|ქარონი]] რათა გადაეყვანა ის სტიქსზე, იქ ყველას გული აუჩუყა მღერით, ძაღლ ქერბერსაც ([[ცერბერი]]). [[ჰადესი]]ს მეუღლის [[პერსეფონას]] შემწეობით მიაღწია ევრიდიკეს ცოცხალთა სამეფოში დაბრუნების ნებართვა, მხოლოდ ერთი პირობით, მას მთელი გზის განმავლობაში უნდა ემღერა შეუჩერებლად და არ უნდა გაეხედა უკან რომ დარწმუნებულიყო ცოლი მოჰყვებოდა თუ არა უკან. ორფეოსი მიდიოდა და თან უკრავდა მთელი გზა, ხოლო ევრიდიკე მსუბუქად მისდევდა უკან; უცებ მას გულში ეჭვი შეეპარა და უკან მიიხედა, რითაც დაარღვია პირობა. ჰადესმა მაშინვე სტაცა ხელი ევრიდიკეს, შეშლილი ორფეოსი ისევ მიადგა ქარონს მაგრამ უარი მიიღო.
[[სურათი:Bin Orpheus.jpg|მინი|[[ემილ ბენი]]. ''ორფეოსის სიკვდილი'', [[1874]]]]
 
== ორფეოსის სიკვდილი ==
ხაზი 21:
 
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]
 
{{Link FA|ro}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორფეოსი“-დან