ნეოლითის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|ast}} using AWB
(Bot: 81 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q36422)
(clean up, removed: {{Link FA|ast}} using AWB)
 
ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან ([[ნადირობა]], [[თევზჭერა]], [[შემგროვებლობა]]) მწარმოებლურ
მეურნეობაზე ([[მიწათმოქმედება]], [[მეცხოველეობა]]) გადასვლა, [[თიხა|თიხის]] ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის
გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.
 
[[ევროპა]]სა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება [[შუა აზია|შუა აზიის]] სამხრეთში გავრცელებული [[ჯეითუნის კულტურა]] (ძვ. წ. VI-V). [[ჩინეთი]]ს სამიწათმოქმედო ნეოლითი ([[იანშაო]]) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. [[ეგვიპტე]]სა და [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდ. აფრიკაში]] სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. [[კავკასია]]ში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
 
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. [[საქართველო]]ში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები ([[ქობულეთი]], [[ხუცუბანი]], [[ანასეული]] I, [[ხორში]], [[გალი]] I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები ([[ოდიში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)|ოდიში]], [[ანასეული]] II, [[კისტრიკი]], [[გურიანთა (ნამოსახლარი)|გურიანთა]], [[მელოური]] და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია ([[აზერბაიჯანი]]ს დიდი ნაწილი, [[არარატის ველი]] და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს ([[შულავერი-შომუთეფეს კულტურა]]), რომლის ადრეული ძეგლები ([[შულავრისგორა]], [[გადაჭრილიგორა]], [[იმირის გორა]], [[შომუთეფე]], [[ხათუნარხი]] და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური [[პალურ–ნაგუთანის კულტურა|კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა]], რომელიც [[კოდორი]]დან [[არაგვი|არაგვ]]–[[თერგი]]ს აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული [[მეზოლითი]]ს საფუძველზე იყო განვითარებული.
[[კატეგორია:არქეოლოგიური პერიოდები]]
[[კატეგორია:ნეოლითის ხანა|*]]
 
{{Link FA|ast}}
49,737

რედაქტირება