მწერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|ar}}, {{Link FA|it}}, {{Link FA|lt}}, {{Link FA|sl}}, {{Link FA|vi}} using AWB
ხაზი 16:
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ [[სწორფრთიანები|სწორფრთიანებს]], [[ხეშეშფრთიანები|ხეშეშფრთიანებს]] ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ [[ქერცლფრტიანები|ქერცლფრტიანებს]] ანუ პეპლებს, [[ბუზები|ბუზებს]]) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი ([[მაწუხელები]]) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. ფეხები დანაწევრებულია და შედგება [[მენჯი]]ს, [[ტაბუხი]]ს, [[ბარძაყი]]ს, [[წვივი]]სა და [[თათი]]საგან. არსებობს მწერების ფრთიანი და უფრთო ფორმები. ფრთიანებს 2 წყვილი ფრთა აქვთ. ამათგან წინა წყვილი მიმაგრებულია შუა მკერდზე, უკანა — უკანა მკერდზე. მუცელი შეერთებულია მკერდთან, შედგება 5 სეგმენტისაგან, აქვს სხვადასხვა დანამატი: კვერცხსადები, ცერკები, [[ნესტარი]] ანუ საწერტელი. საჭმლის მომნელებელი აპარატი შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. წინა ნაწლავში არჩევენ ხახას, საყლაპავ მილს, ჩიჩახვს და მღეჭვ კუჭს. მასთანდაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები. შუა ნაწლავის აგებულება კვების ხასიათზეა დამოკიდებული. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი. გამომყოფი ორგანოებია მალპიღის მილაკები, გამოყოფის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ცხიმოვანი სხეული. სუნთქავენ ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. შედგება მილაკისებრი გულისა და მოკლე აორტისაგან. [[ნერვული სისტემა]] შედგება ხახისზედა ნერვული კვანძის ანუ თავის ტვინის, ხახის ქვედა ნერვული კვანძისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული შეხების, ყნოსვისა და [[მხედველობა|მხედველობის]] ორგანოები. მწერები სქესობრივად მრავლდებიან. ზოგი გამონაკლისის გარდა გაყოფილსქესიანები არიან. ხშირად მკვეთრად აქვთ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მწერების მონაცვლეობით და [[მეტამორფოზი]]თ. მწერების სასიცოცხლო ციკლი სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულიათაობათა რაოდენობაზე, სეზონური განვითარების თავისებურებაზე და განსაკუთრებით [[დიაპაუზა|დიაპაუზის]] ხასიათზე.
 
მწერები ცხოველთა სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან. ცნობილია მწერების მილიონამდე სახეობა.
 
მწერები მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში. იკვებებიან მრავალგვარი საკვებით — ცოცხალი და მკვდარი [[მცენარეები]]თ, ცხოველების [[ლეში]]თ, რომლითაც ბუნების სანიტრების როლს ასრულებენ, მონაწილეობენ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვაში, აუმჯობესებენ ნიადაგის მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, იძლევიან საკვებს ([[ფუტკარი]]) და ტექნიკურ პროდუქციას ([[აბრეშუმის ჭია]], [[კოშენილი]], რომლისაგანაც წითელი საღებავი — კარმინი მზადდება და სხვა). მწერების უმრავლესობა მცენარეებისა და ცხოველების საშიში მავნებელი არიან. მათ გადააქვთ აგრეთვე სხვადასხვა ავადმყოფობის გამომწვევები.
ხაზი 28:
[[კატეგორია:მწერები|*]]
 
{{Link FA|ar}}
{{Link FA|it}}
{{Link FA|lt}}
{{Link FA|sl}}
{{Link FA|vi}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მწერები“-დან