მოლდავური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Commons category
clean up, removed: {{Link FA|ro}} using AWB
ხაზი 16:
'''მოლდავური ენა''' (''limba moldovenească'', ''лимба молдовеняскэ'') არის [[მოლდოვა|მოლდოვის]] სახელმწიფო ენის ოფიციალური სახელწოდება.
 
ენათმეცნიერთა ერთი ნაწილის გამოკვლევების მიხედვით მოლდავური ენა წარმოადგენს [[რუმინული ენა|რუმინული ენის]] მოლდავურ [[დიალექტი|დიალექტს]]. მისი დამოუკიდებელ ენად არსებობა [[ენათმეცნიერება]]ში საკამათო თემაა.
 
ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელწოდება ”მოლდავური” რუმინულმა ენამ [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] მიერ ოკუპირებულ [[რუმინეთი|რუმინეთის]] ტერიტორიაზე მხოლოდ [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] მიზეზების გამო მიიღო. ენათმეცნიერთა ამ ჯგუფის მიხედვით მოლდავური ენა რუმინული ენის მოლდავური დიალექტის დამწერლობით ფორმასაც კი არ წარმოადგენს. თავად [[მოლდავური აკადემია|მოლდავურ აკადემიაშიც]] კი ამ ენის, როგორც ასეთის, დამოუკიდებლად არსებობის საკითხი საკამათო რჩება.
ხაზი 29:
[[1812]] წელს მოლდოვას სათავადოს აღმოსავლეთ ნაწილი ([[ბესარაბია]]) [[რუსეთი|რუსეთს]] შეუერთდა და [[1918]] წლამდე მის შემადგენლობაში შედიოდა. რუმინული ენის დამწერლობა [[ლათინური დამწერლობა|ლათინურიდან]] [[სლავური დამწერლობა|სლავურ დამწერლობაზე]] ([[კირილიცა]]ზე) გადავიდა და ამავე დროს ოფიციალური სტატუსი დაკარგა – სახელმწიფო ენა გახდა რუსული.
 
[[1918]] წლიდან [[1940]] წლამდე ბესარაბია ისევ [[რუმინეთი|რუმინეთს]] მიეკუთვნებოდა. დროის ამ მონაკვეთში მოლდავური ენა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. [[1924]] წლიდან მდინარე [[დნესტრი]]ს აღმოსავლეთ ნაპირზე ([[დნესტრისპირეთი|დნესტრისპირეთში]]) დაარსებული იქნა [[მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა]]. მასში რუმინული ენა ჯერ ლათინურ ანბანზე, [[1937]] წლიდან საბოლოოდ კირილიცაზე გადაიყვანეს და ენას ”მოლდავური” უწოდეს.
 
1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბესარაბიის ანექტირებისა და მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის ნახევრის ახალ [[მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]]ში გამოყოფის შემდეგ რუმინულისგან განსასხვავებლად ამ რეგიონის ოფიციალურ ენად მოლდავური ენა გამოცხადდა.
ლათინური ანბანი კირილიცათი შეიცვალა და რესპუბლიკაში ნაციონალური ენის არსებობის და მიუხედავად რუსული ენის სტატუსი განმტკიცდა.
 
[[1989]] წელს მოლდავური ენა [[მოლდავეთის სსრ]]-ის ერთადერთ ოფიციალურ ენად გამოცხადდა და ლათინური დამწერლობის მქონე რუმინული ვარიანტიც დაიშვა.
 
[[1991]] წელს [[მოლდოვა]]ს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად [[რუმინული ენა|რუმინული]] სახელმწიფო ენა გახდა.
ხაზი 54:
[[კატეგორია:რუმინული ენა]]
[[კატეგორია:მოლდოვა]]
 
{{Link FA|ro}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლდავური_ენა“-დან