მაუნა-კეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|en}}, {{Link FA|fr}} using AWB
ხაზი 21:
}}
'''მაუნა-კეა''' ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Mauna Kea; ჰავაიურად – თეთრი მთა) — ჩამქრალი ფარისებრი [[ვულკანი]] [[ჰავაის კუნძულები|ჰავაის კუნძულებზე]]. სიმაღლე 4205 მ. წარმოადგენს ჰავაის შტატის უმაღლეს წერტილს. მისი დიდი ნაწილი წყლის ქვეშ მდებარეობს. თუ მაუნა-კეას სიმაღლეს მისი ძირიდან ავითვლით მაშინ მისი სიმაღლე 10 კმ მიაღწევს. გვიანდელმა [[ვულკანიზმი|ვულკანიზმა]] განაპირობა ვულკანის უფრო უხეში იერი, ვიდრე მის მეზობელ ვულკანებს გააჩნიათ.
[[2003]] წელს დადგინდა, რომ ვულკანის უკანანსკნელი ამოფრქვევა 6000-4000 წლის წინ დაიწყო. თანადროულ დროში მაუნა-კეა არააქტიურ ვულკანად მიიჩნევა.
 
იგი ერთ-ერთია ჰავაის კუნძულებზე გავრცელებული ხუთი [[ცხელი წერტილები (გეოლოგია)|ცხელი წერტილიბიდან]], ხოლო ასაკითა და აქტიურობით ჰავაის ვულკანებს შორის იგი მეტად გამორჩეულია. მაუნა-კეას მოცულობა უდრის 3200 კმ³-ს. ისევე როგორც ჰავაის ყველა ვულკანი მაუნა-კეა წარმოიქმნა [[ცხელი წერტილები (გეოლოგია)|ცხელი წერტილებიდან]], როდესაც წყნაროკეანური ფილა გადავიდა დედამიწის მანტიაში. აგებულია [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] და ოლივინ-ბაზალტური ლავებით. კალთებზე ბევრი პარაზიტული კონუსია. [[კრატერი (გეოლოგია)|კრატერი]] დანგრეულია. მოსწორებული მწვერვალი თითქმის მუდამ თოვლით არის დაფარული (აქედან წარმოსდგა სახელწოდება).
 
ქარზურგა კალთებზე სავანაა, ქარპირა ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული ტყე თითქმის გაჩეხილია და გაშენებულია [[ანანასი]]ს, [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმისა]] და [[ბანანი]]ს პლანტაციები. მწვერვალზე მდებარეობს ცნობილი ასტრონომიული ობსერვატორია — [[მაუნა-კეას ობსერვატორია|მაუნა-კეას ასტრონომიული ობსერვატორია]], სადაც დიდი ხანია წარმოებს ასტრონომიული დაკვირვებები.
 
[[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3780 მ სიმაღლეზე აღმოჩენილია [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], საიდანაც უძველესი ჰავაიელები მოიპოვებდნენ [[ბაზალტი|ბაზალტს]], რომლისგანაც ქვის ხელსაწყოებს ამზადებდნენ.
ხაზი 43:
 
[[კატეგორია:აშშ-ის ვულკანები]]
{{Link FA|fr}}
{{Link FA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაუნა-კეა“-დან