მატყლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hu:Gyapjú; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|hu}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Wool.www.usda.gov.jpg|მინი|250პქ|გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი მატყლი]]
[[ფაილი:Wool samples 2.JPG|მინი|250პქ|სხვადასხვა ტიპის მატყლი]]
'''მატყლი''' — [[ძუძუმწოვრები]]ს ბეწვიანი საფარი, რომელსაც აქვს [[ძაფი|ძაფად]] დაგრეხისა და მოთელვის თვისებები. მატყლისთვის დამახასიათებელია დაბალი თბოგამტარობა, ტენის ჭარბად შთანთქმა, მაღალი ცვეთამტანობა. მატყლის ბოჭკო რქოვანი წარმონაქმნია. განასხვავებენ მატყლის ბოჭკოს ჯგუფებს: წმინდანს, უხეშს, გარდამავალსა და „მკვდარს“.
 
წმინდა ყველაზე წვრილი და დაკლაკნილი ბოჭკოა; უხეში უფრო მსხვილი, ნაკლებად კლაკნილია და გულს შეიცავს; გარდამავალს საშუალო ადგილი უკავია წმინდასა და უხეშ ბოჭკოს შორის; „მკვდარი“ ბოჭკო ძალზე უხეში და მტვრევადია.
 
მატყლის ძირითადი ტექნიკური თვისებებია: სიმსხო, სიგრძე, კლაკნილობა, სიმაგრე, ჭიმვადობა, დრეკადობა, ელასტიკურობა, ფერი, მბზინვარება. ცხვრის მატყლს განასხვავებენ შემადგენელი ბოჭკოების თანაფარდობის მიხედვით. ერთგვაროვანი მატყლი შედგება ერთი ტიპის წმინდა ან ნახევრად წმინდა ბოჭკოსაგან, არაერთგვაროვანი ანუ ნაირბეწვიანი — წმინდა, გარდამავალი, უხეში და ზოგჯერ მკვდარი ბოჭკოებისაგან. ერთგვაროვან მატყლში წმინდა და ნახევრად წმინდა ბოჭკოები ჯგუფდება და შტაპელით იკვრება; არაერთგვაროვანში კულულებად იკვრება წმინდა, ნახევრად წმინდა და უხეში ბეწვები. შტაპელები ან კულულები ცალკეული ბეწვებით კანძად ებმება. მატყლის დიდ უმეტესობას [[ცხვარი]] იძლევა, შემდეგ [[აქლემი]], [[თხა]] და სხვა ცხოველბი. 1976 წელს ცხვრის მატყლის მსოფლიო წარმოება 2,6 მლნ. ტ შეადგენდა. 1976 წელს [[საქართველო]]ში აწარმოეს 5,2 ათ. ტ მატყლი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით არსებობს ნორმალური, გაყვითლებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი, ზადიანი და სხვა მატყლი. ფერის მიხედვით — თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფერადი. პრაქტიკული გამოყენება აქვს აგრეთვე თხისა და აქლემის მატყლს.
 
== წარმოება ==
მატყლის წარმოების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს 1,3 მილიონ ტონას წელიწადში, რომლისგანაც დაახლოებით 60% მიდის ტანისამოსის საწარმოებლად. მატყლის ყველაზე დიდ მწარმოებელს წარმოადგენს [[ავსტრალია]], სადაც უმეტესად აშენებენ [[მერინოსი]]ს ჯიშის ცხვარს.
 
მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია:
ხაზი 41:
 
[[კატეგორია:ცხოველების ანატომია]]
 
{{Link FA|hu}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მატყლი“-დან