მამლუქები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 176.74.127.3-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
მ clean up, removed: {{Link FA|ur}} using AWB |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Mamluke.jpg|250px|thumb|მამლუქი-კავალერისტი.1810 წლის სურათი]]
'''მამლუქები''' ([[არაბ.]] مملوك „თეთრი მონა“), არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მამლუქთა სოციალური კატეგორია გაძლიერდა XI საუკუნის II ნახევრიდან [[ეგვიპტე]]ში, XVIII საუკუნის დასაწყისიდან — [[ერაყი|ერაყში]].
ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან [[სალადინი|სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბი]]ს (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად [[თურქები]]სა და [[კავკასიელები]]ს დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობისა, განაგებდნენ 1250-1390) და ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ, განაგებდნენ 1383-1517). სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები (აინ-ჯალუდის ბრძოლა 1260 წლის 3 სექტემბერი), განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, შეიმჩნეოდა კულტურის, განსაკუთრებით მეცნიერების აღმავლობა.
ხაზი 32:
[[კატეგორია:ეგვიპტის ისტორია]]
[[კატეგორია:ისლამის ისტორია]]
|