კორინთელთა მიმართ (პირველი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე '''კორინთე...
 
clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|pt}} using AWB
ხაზი 2:
'''კორინთელთა მიმართ (პირველი) ეპისტოლე''' – [[პავლე მოციქული]]ს 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა ეფესოში ყოფნის დროს. იგი მიმართულია [[კორინთო]]ს თემისადმი. ეპისტოლე შედგება 16 თავისაგან. დაწერილია დაახლ. [[59]] წელს.
 
[[კორინთო]]ს თემში პავლე მოციქულმა დააფუძნა ეკლესია თავისი მეორე სამისიონერო მიმოსვლის დროს (საქმე მოციქულთა 18). ეპისტოლეთა დაწერის მიზეზი გახდა [[ეკლესია]]ში წარმოშობილი უწესრიგობა, რომლის შესახებ ხმებმა მოციქულამდე მიაღწია.
 
[[საბერძნეთი]]ს საპორტო ქალაქ კორინთოში ნახევარმილიონიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მისი ძირითადი ნაწილი მონებისა და მმართველი კლასის მსახურებისაგან შედგებოდა. [[პავლე მოციქული]] აქ წელიწადნახევარი ეწეოდა წარმატებულ სამისიონერო მოღვაწეობას, მაგრამ თემი ისე იყო მორალურად გახრწნილი, რომ მოციქულის იქ არყოფნაში ახალგაზრდა ეკლესია თანდათანობით დაუბრუნდა წარმართულ ჩვევებს. დაეცა საეკლესიო დისციპლინა. დამახინჯდა მკვდრეთით აღდგომის დიადი მოძღვრება. მორწმუნეები პარტიებად დაიყო მოციქულებისადმი სიმპათიების მიხედვით. დამახინჯდა მოძღვრება მეორედ მოსვლის შესახებ. ხშირი იყო წარმართულ ტაძრულ ღრეობებში [[ქრისტიანები]]ს მონაწილეობა.
 
ამ [[ეპისტოლე]]თი პავლე შეეცადა აეხსნა შეცდომილთათვის მათი გადახრის მოსალოდნელი მძიმე შედეგები და სიყვარულით ურჩევდა, რომ გაჰყოლოდნენ [[ქრისტე]]ს და არა ცოდვიან ადამიანებს. მათი გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს მადლით არის შესაძლებელი, რომელიც განწმენდს და აკურთხებს ადამიანის სიცოცხლეს. ეპისტოლეში ძირითადად საუბარია პავლეს მოძღვრებაზე სიყვარულის შესახებ, რომელიც ცოდნაზე და რწმენაზე მაღლა დგას (1კორ.13).
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 31:
[[კატეგორია:ახალი აღთქმის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
[[კატეგორია: ეგზეგეტიკა]]
[[კატეგორია: ქრისტიანობა]]
[[კატეგორია: ეპისტოლეები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
{{Link FA|el}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|pt}}