თესალონიკელთა მიმართ (მეორე): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|pt}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|pt}} using AWB)
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
'''თესალონიკელთა მიმართ (მეორე) ეპისტოლე''' – [[პავლე მოციქული]]ს 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა თესალონიკში მოღვაწეობის აღსანიშნავად. ეპისტოლე შედგება 3 თავისაგან და დაწერილია იმ დროს, როცა პავლე უკვე აღარ იმყოფებოდა თესალონიკში.
 
[[პავლე მოციქული]] [[ფილიპე (ქალაქი)|ფილიპია]]დან [[თესალონიკე]]ში ჩავიდა და [[სინაგოგა]]ში ქადაგებათა შედეგად თავის გარშემო შემოიკრიბა ჯგუფი, რომელმაც [[ქრისტე]] ირწმუნა. ესენი იყვნენ [[პროზელიტი]] წარმართები, რომელნიც ცოტა ხნის წინ იუდეველთა რწმენაზე იყვნენ გადასულნი და პავლეს ქადაგების შემდეგ [[ქრისტიანები]] გახდნენ. მათი მეშვეობით თესალონიკეში აღმოცენდა [[ეკლესია]]. იუდეველებმა დაარწმუნეს ხელისუფალნი, რომ [[ქრისტიანები]] არ სცნობენ [[რომი]]ს ძალაუფლებას, ამიტომ პავლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი.
 
პავლეს ადარდებდა ახალმოქცეულთა ბედი და ამბის გასაგებად ათენიდან თესალონიკეში გაგზავნა თავისი მოწაფე – ტიმოთე. ტიმოთემ უკვე [[კორინთო]]ში მყოფ მოძღვარს სასიამოვნო ამბავი ჩამოუტანა: მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, თესალონიკელები მაინც მტკიცედ იდგნენ ქრისტიანობაზე. გახარებულმა მოციქულმა თესალონიკეში რამდენიმე გაგზავნა, რომელიც გამოირჩევა სითბოთი და გულითადობით ახალგაზრდა ქრისტიანული თემისადმი.
 
მეორე ეპისტოლით მოციქული აფრთხილებს ქრისტიანებს, ზედმეტი აღგზნებული მოლოდინით ნუ შეხვდებიან წინასწარმეტყველთაგან ნაუწყებ ამბებს [[ქრისტე]]ს მეორედ მოსვლის წინ. ამ [[ეპისტოლე]]ში გადმოცემულია მოძღვრება უკანასკნელ დღეთა ამბების შესახებ. ამასთანავე ხაზგასმულია, რომ ქრისტიანმა აბუჩად არ უნდა აიგდოს ამქვეყნიური მოვალეობანი.
[[კატეგორია:ახალი აღთქმის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
[[კატეგორია: ეგზეგეტიკა]]
[[კატეგორია: ქრისტიანობა]]
[[კატეგორია: ეპისტოლეები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
{{Link FA|el}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|pt}}
49 737

რედაქტირება