ზღვის ხალხები: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|ca}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|ca}} using AWB)
 
== კონტექსტი ==
ზღვის ხალხების სამშობლოდ ხშირად [[მიკენური ცივილიზაცია|მიკენური ცივილიზაციის]] რეგიონს მიიჩნევენ, რომელიც იმდროს დორიელთა შემოტევებისგან ღაფავდა სულს.
 
ამგვარად, XIII—XII საუკუნეების მიჯნაზე მიკენურმა ცივილიზაციამ საშინელი დარტყმა გადაიტანა, რის შემდეგაც ფეხზე ვეღარ წამოიმართა.
ზღვის ხალხებმა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ [[შერდანები]], [[შაკალაშები]], [[ტურშები]] და [[აქაიავაშები]] ([[აქაველები]]?). ზღვის ხალხები [[ლიბიელები|ლიბიელებთან]] შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარაონმა [[მიგდოლის კონცხი|მიგდოლის კონცხთან]] ისინი უკუაქცია.
[[ფაილი:Ugarit 01.jpg|thumb|left|უგარითის ნანგრევები]]
ძვ. წ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს [[უგარითი]]. 1190 წლისთვის კი [[ხეთები]]ს ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.
 
ძვ. წ. 1173 წელს ფარაონ [[რამზეს III]]-ის მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST ([[პელასგები]]სა თუ [[ფილისტიმელები]]ს) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, [[ქანაანი|ქანაანში]], სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) [[პალესტინა]] ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ [[ისრაელი|ისრაელმა]] რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. [[პელასგები]]ს ნაწილი [[ეგეოსის ზღვის რეგიონი|ეგეოსის რეგიონში]] დარჩა, სადაც [[ბერძნები|ბერძნებთან]] მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა [[ლემნოსი|ლემნოსზე]], თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც [[კრეტა]]სა და [[მცირე აზია]]ში გადადიოდნენ.
 
ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი [[ფილისტიმელები|ფილისტიმელებთან]] მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი [[კვიპროსი|კვიპროსზე]] დასახლდა.
 
ტომი SKLS (შეკელეშები) სიკულებთან იგივდება, რომლებიც ელიმელებთან ერთად [[სიცილია]]ზე ჩვენს ერამდე 13 საუკუნეში ჩავიდნენ. ხსენებული ხალხების [[ტროა|ტროულ]] წარმომავლობაზე [[თუკიდიდე]] და [[ვერგილიუსი]] მიუთითებენ.
 
SRDN (შედრენები) მცირე ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონების პირად გვარდიას აყალიბებდნენ. ისინი იმ ხალხთან იგივდებიან, რომლებიც ჩვენს ერამდე 14-13 საუკუნეებში სიციალიაზე ჩავიდა და ნურაგთა მშენებლების კულტურა ჩამოაყალიბა.
 
ტომი TRS ასოცირდება ხან ტირსენებთან, ხან ტროელებთან (არც ერთი ვერსია ურთიერთგამომრიცხავი არ არის). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ტირსენები მარდი ზღვაოსნები იყვნენ; ისინი იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპიროებამდე იოლად აღწევდნენ, სადაც [[ეტრუსკები]]ს ტომს მისცეს დასაბამი, რომლებიც ჩვენს ერამდე 510/509 წწ რომი|რომს ფლობდნენ. [[ეტრუსკები|ეტრუსკებმა]] მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არაერთი კვალი დატოვეს (მათს ქალაქებში იყო კანალიზაცია) და სავარაუდებელია, რომ საკმაო ბაზისი ჰქონდათ ასეთი კულტურის შესაქმნელად.
 
== ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება ==
ზღვის ხალხების ეთნიკური კუთვნილება ჩვენს დროშიც კი არ არის სარწმუნოდ დაზუსტებული. ზღვის ხალხების ჩამონათვალში ეგვიპტური წარწერების თანახმად:
 
* PLST (პელასგები=ფილისტიმელები?);
* DNWN (დანაელები?), WSS (?).
 
ზღვის ხალხების უმეტეს ნაწილს [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სამხრეთ-დასავლეთის ძველი, ინდოევროპელებამდელი მოსახლეობა და ასევე მათი ბერძენი მოკავშირეები (აქაველები, მოგვიანო წყაროებში დანაელებად წოდებულნი) წარმოადგენდნენ.
 
ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ზღვის ხალხები მეტწილად [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს პროტოთრაკიული ტომების მონათესავე ხალხებია.
 
გერმანელმა ისტორიკოსმა და ლინგვისტმა ჰ. რიქსმა წამოაყენა ჰიპოთეზა ტირენული ჯგუფის ახლომონათესავე ენებზე. ჰიპოთეზა იმითაა საინტერესო, რომ მასში მოხსენიებული ყველა ტომი (პელასგები, ეტრუსკები, ეთეოკვიპროსელები) ასე თუ ისე იგივდება ზღვის ხალხებთან და მცირე აზიის დასავლეთის ინდოევროპელებამდელი მოსახლეობის თვალსაზრისით არის განხილული. ძველი სარდინიის მკვიდრთ (ნურაგების მშენებელთ) წერილობითი ძეგლები არ დაუტოვებიათ, მაგრამ, მათი კულტურის ეტრუსკულთან მსგავსების გამო ისინი ზღვის ხალხების მსგავს ლიკიელებად შეიძლება მოიაზრებოდნენ, ანდაც აღნიშნული რეგიონის ინდოევროპოლებამდელ მოსახლეობად (რამდენადაც ეტრუსკები [[ლიდია|ლიდიიდან]] ჩასულ ინდოევროპელებამდელ ტომებს წარმოადგენდნენ).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://cojs.org/cojswiki/Philistine_Kin_Found_in_Early_Israel,_Adam_Zertal,_BAR_28:03,_May/Jun_2002. Philistine Kin Found in Early Israel, Adam Zertal, BAR 28:03, May/Jun 2002.]
* [http://www.courses.psu.edu/cams/cams400w_aek11/www/index.htm The Sea Peoples and the Philistines]: a course at Penn State
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link GA|uk}}
49 737

რედაქტირება