ზინედინ ზიდანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|az}} using AWB
ხაზი 56:
=== ადრეული წლები ===
ზინედინ ზიდანი წამოშობით [[ალჟირი|ალჟირელია]]. დაიბადა [[მარსელი|მარსელში]], ყველაზე ღარიბ უბანში — კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა — ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და — ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მას აგრეთვე გართობის სხვა წყაროებიც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა [[ველოსიპედი]] და [[ძიუდო]].
მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.
 
=== კანი ===
14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ [[კანი (საფეხბურთო კლუბი)|კანის]] სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა [[ბოჟუარი]]ს სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანის მწვრთნელი იყო [[ლუის ფერნანდესი]].
 
იმ დროისათვის ზიდანი 800 [[ფრანგული ფრანკი|ფრანკს]] იღებდა ხელფასის სახით.
 
=== იუვენტუსი ===
1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|ბორდოში]], ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|იუვენტუსში]].
 
=== რეალ მადრიდი ===
2001 წლის 9 ივლისი, [[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ მადრიდის]] ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა [[ალფრედო დი სტეფანო]]მ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.
 
ზიდანის გადასვლის შემდეგ კლუბში ისეთმა ვარსკლავებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან — [[რაულ გონსალესი]], [[ლუიშ ფიგუ]], [[რონალდო]], [[დეივიდ ბექჰემი]], [[რობერტო კარლოსი]].
 
შემდეგი წლები ზიდანი რეალ მადრიდთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის [[ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი|ესპანეთის ჩემპიონი]] ხდება. შემდეგ მადრიდის კლუბის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა კლუბის იმ დროინდელი კაპიტანი [[ფერნანდო იერო]].
 
=== ეროვნული ნაკრები ===
[[1994]] წლის [[14 აგვისტო]]ს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთი]] ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში, თავით, მეორე გოლი გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა.
 
[[ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი]] ზიდანისა და კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს.
ხაზი 142:
{{საფრანგეთის შემადგენლობა 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე}}
{{საფრანგეთის შემადგენლობა 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე}}
 
{{DEFAULTSORT:ზიდანი, ზინედინ}}
[[კატეგორია:ფრანგი ფეხბურთელები]]
Line 154 ⟶ 155:
{{Link GA|fr}}
{{Link GA|pl}}
{{Link FA|az}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზინედინ_ზიდანი“-დან