ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|ca}}, {{Link FA|tr}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|ca}}, {{Link FA|tr}} using AWB)
}}
 
'''''ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა''''' ({{lang-en|''Star Wars Episode V: The Empire Strikes Back''}}) — [[1980]] წლის [[ეპიკური ფილმი|ეპიკური]] [[კოსმოსური ოპერა|კოსმოსური ოპერის]] ჟანრის რიგით მეორე ფილმი ციკლიდან „[[ვარსკვლავური ომები]]“.
 
== სიუჟეტი ==
ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად [[სიკვდილის ვარსკვლავი]]ს განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან [[იავინ IV]] და განაგრძობს მათ ძიებას. იმპერიის აგენტებისგან ალიანსი იმალება შორეულ პლანეტა [[ჰოთი (პლანეტა)|ჰოთზე]]. [[დართ ვეიდერი]] პირადად განაგებს იმპერიის ძალებს, რომლებიც ეძებენ აჯანყებულებს. მისი ბრძანებით გალაქტიკის ყველა მიმართულებით გზავნიან ახალ და ახალ მზვერავებს. ჰოთზე [[ლუკ სკაიუოკერი]] შეამჩნევს ერთ-ერთ ასეთს. მას ჩაესმის ობი-ვან კენობის ხმა, რომელიც უბრძანებს, გაემგზავროს პლანეტა [[დაგობა]]ზე, სადაც [[იოდა]] მას ჯედაის ხელოვნებას შეასწავლის. თოვლიან უდაბნოში ლუკი პირველად იყენებს [[ძალა (ვარსკვლავური ომები)|ძალას]] და ლაზერული ხმლის დახმარებით თავს დააღწევს თეთრი მონსტრის ტყვეობას. თოვლში გაყინულ ლუკს პოულობს მის საძებნად წამოსული [[ჰენ სოლო]].
 
იმპერიული ზონდები აღმოაჩენენ აჯანყებულთა ბაზას. მტრის ფლოტი მას თავს ესხმის, მაგრამ ლუკის მეთაურობით, პილოტთა დიდი ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს. ბრძოლის შემდეგ ჰენ სოლო და ლეია ორგანა, ჩუბაკასთან და ორ დროიდთან, C3PO და R2D2 ერთად ტოვებენ ჰოთს. ლუკი დაგობაზე მიფრინავს, სადაც იოდა, მომცრო ზომის ჯედაის ოსტატი იწყებს მისთვის ჯედაის ხელოვნების შესასწავლი გაკვეთილების ჩატარებას.
 
ამასობაში ჰენის ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება და იმპერიული ფლოტის თავდასხმას გადაურჩება. განრისხებული ვეიდერი ფლოტის მეთაურს კლავს. ჰენი იძულებულია, დაეშვას პლანეტა ბესპინზე, სადაც მას ხვდება ძველი მეგობარი, [[ლენდო კალრისიანი]], მაგრამ აქ მგზავრები მოულოდნელად დართ ვეიდერსაც ხვდებიან. იგი ეძებს ლუკს, ვინაიდან ცდილობს, თავის მხარეს მიიზიდოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს. ჰენ სოლოს ყინავენ და ამ მდგომარეობაში საჩუქრად აგზავნიან [[ჯაბა ჰატი|ჯაბა ჰატთან]].
[[კატეგორია:ვარსკვლავური ომების ფილმები]]
[[კატეგორია:ჯორჯ ლუკასის ფილმები]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link FA|tr}}
49,737

რედაქტირება