ელბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა SHOTHA გვერდი „ელბა (მდინარე)“ გადაიტანა გვერდზე „ელბა“
clean up, removed: {{Link FA|de}} using AWB
ხაზი 33:
}}
'''ელბა''' ([[ჩეხური ენა|ჩეხ]]. Labe; [[გერმანული ენა|გერმ]]. Elbe) — მდინარე [[ჩეხეთი|ჩეხეთსა]] და [[გერმანია]]ში. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძე 1165 კმ, აუზის ფართობი 148 ათ. კვ.კმ.
სათავე აქვს ჩეხეთში, კრკონოშეს მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ პარდუბიცემდე მიედინება [[ჭორომი]]ან [[კალაპოტი|კალაპოტში]], აჩენს 70 მ-მდე სიმაღლის ელბის ჩანჩქერს.
 
ქვემოთ ხეობა განიერდება, ქალაქ მელნიკთან უერთდება მდინარე [[ვლტავა]], შემდეგ კი მდინარე [[ოგრჟე]]. ჩეხეთის რესპუბლიკაში მდინარე 405 კმ მანძილზე მიედინება და აქ მას ლაბას ეძახიან. ქალაქ მაისენს ქვემოთ ელბა ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე გადის. მაგდებურგის რაიონში მისი სიგანეა 250 მ, ჰამბურგთან — 500 მ.
 
ელბა ერთვის [[ჩრდილოეთის ზღვა]]ს, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანი [[ესტუარი|ესტუარს]] ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — [[იიზერა]], [[შვარცე-ელსტერი]], [[ჰაფელი]], [[ელდე]]; მარცხ. — [[ორლიცე]], [[ვლტავა]], [[ოგრჟე]], [[მულდე]], [[ზაალე]], [[ალანდი]].
 
გაზაფხულზე იცის წყალდიდობა (1-3 თვე, მაქსიმუმი [[აპრილი|აპრილში]]), ზაფხულში - წყალმცირობა.
საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში ქალაქ გეესტჰახტთან 700 მ³/წმ, უდიდესი 4070 მ³/წმ, უმცირესი 145 მ³/წმ. მთიან ნაწილში იყინება 1,5-2 თვით, ქვემოთში 2-3 კვირით. თბილ ზამთარში არ იყინება. ზღვის მოქცევის გავლნა ელბაზე 160 კმ-ზე ვრცელდება.
 
ელბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ კოლინამდე ([[ჩეხეთი]]), 947 კმ. ელბა არხებით არის შეერთებული მდინარეების ვეზერის, ემსის, რაინისა და ოდერის აუზებთან. ქალაქ მაგდებურგს ქვემოთ ელბამდე მიყვანილია სანაოსნო არხები.
ხაზი 47:
 
== ისტორია ==
[[II მსოფლიო ომი]]ს დროს 1945 წლის აპრილის დასასრულსა და მაისის დასაწყისში ელბის ორივე ნაპირზე მოხდა ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფებების ნარჩენების ლიკვიდაცია და კაპიტულაცა.
 
ელბაზე შეხვდნენ ეთმანეთს [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] და მოკავშირეთა ([[აშშ]] და [[ინგლისი]]) ჯარები.
 
== გალერეა ==
ხაზი 72:
[[კატეგორია:ჩეხეთის მდინარეები]]
[[კატეგორია:გერმანიის მდინარეები]]
 
{{Link FA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელბა“-დან