ელამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვაიმე!
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
ხაზი 3:
'''ელამი''' (შუმერული ''ნიმ'', აქადური ''ელამთუ'', ელამური ''ჰათანთი'') — ძველი სახელმწიფო [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე [[ირანი]]ს ტერიტორიაზე. არსებობდა [[ძვ. წ. IV ათასწლეული|IV]] - [[ძვ. წ. III ათასწლეული|III]] ათასწლეულებში. დედაქალაქი [[სუსა]].
 
[[ევფრატი]]სა და [[ტიგროსი]]ს სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. [[შუმერები]] ამ ქვეყანას '''ნიმს''' უწოდებდნენ, [[აქადი|აქადელები]] - '''ელამთუს''', თვით [[ელამელები]] კი - '''ხალთამთის'''. ელამი [[შუმერი]]ს აღმოსავლეთით, [[ირანი]]ს ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. [[ძველი სპარსეთი|ძველი სპარსელები]] მას '''”(ჰ)უჲა”'''-ს ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება - [[ხუზისტანი]].
 
== ისტორია ==
ხაზი 11:
დროთა განმავლობაში ელამში შეიქმნა მეტად თავისებური და თვითმყოფადი კულტურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ჩვ. წ.-მდე IV ათასწლეულის ელამში (სუსა I) განვითარებული იყო პროტოელამური ”შეღებილი კერამიკის” ენეოლითური კულტურა. სუსა I ფენაში დასახლების ნაკვალევთან ერთად შემორჩენილია სასაფლაოც, რაც ქალაქის ძველ მოსახლეობაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი კულტის არსებობაზე მიგვანიშნებს. საგულდაგულოდ დამზადებულ და გაპრიალებულ ქვის სამუშაო იარაღებთან ერთად ზოგჯერ გვხვდება სპილენძის ნივთებიც. სუსა I დასახლება, როგორც ჩანს, ხანძარს შეეწირა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მეზობელი მთიელი ტომების თავდასხმის დროს განადგურდა.
 
საკუთრივ ელამური კულტურა გავრცელებული ჩანს ჩვ. წ.-მმე III ათასწლეულიდან. პროტოელამურისგან განსხვავებით, იგი სუსას გარდა გავრცელებული იყო ირანის სამხრეთ-დასავლეთის სხვა ადგილებშიც. მას ბევრი საერთო აქვს ელამისგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი შუმერის კულტურასთან.
 
ლაგაშის მმართველი გუდეა თავის ერთ-ერთ წარწერაში გვამცნობს, რომ მის დროს ქიმაშის მთებში, ელამის მოსაზღვრე ოლქში სპილენძს მოიპოვებდნენ. აქედანვე გამოჰქონდათ ოქროვანი სილა. ამავე ხანაში გაჩნდა ელამში ბრინჯაო. მეტალურგიასთან ერთად განვითარებულია კერამიკური წარმოება. სუსა II-ში ნაპოვნი ჭურჭლეულობა ისე საგულდაგულოდ არ არის დამზადებული, როგორც სუსა I-ისა, მაგრამ უფრო ფერადოვანია და გამოსახულებაშიც მდიდრულია. ეს არის პეიზაჟის კონტურები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები. ამ დროს გაჩნდა თავისებური ელამური იეროგლიფური დამწერლობა.
ხაზი 38:
[[კატეგორია:ცივილიზაცია]]
 
{{Link FA|fr}}
{{Link GA|no}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელამი“-დან