ელ-სუვაირა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის fi:Essaouira; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|fi}} using AWB
ხაზი 45:
}}
 
'''ელ-სუვაირა''', ([[არაბული ენა|არაბ]]. الصويرة) — საპორტო ქალაქი [[მაროკო]]ში, [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროზე. XVI საუკუნიდან ცნობილი იყო პორტუგალიური სახელით '''მოგადორი'''. მდებარეობს ქალაქ [[აგადირი]]დან 170 კმ-ით ჩრდილოეთით და [[მარაქეში]]დან 170 კმ-ით დასავლეთით.
 
არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა პრეისტორიული ხანიდან. ელ-სუვაირის უბე ნაწილობრივ ჩაკეტილია კუნძულ მოგადორით, რაც ქალაქის ნავსადგურს ძლიერი ზღვის ქარებისგან იცავს.
 
თევზის სარეწაო ნავსადგური ცნობილი იყო ჯერ კიდევ [[ფინიკია|ფინიკიელებისათვის]], [[ძვ. წ. VII საუკუნე]]ში, ხოლო შემდეგ [[რომაელები]]სათვის. თანდათანობოთ, იგი არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საქარავნო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრიც გახდა, რომელიც შემდეგში ზღვის მეკობრეებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა.
 
[[1506]] წელს [[პორტუგალიელები|პორტუგალიელებმა]] ქალაქის გამაგრება დაიწყეს. [[1628]] წელს, ციხესიმაგრეების მშენებლობა განაგრძო საადიტების დინასტიის სულთანმა მულაი აბდელმალეკემ. [[1765]] წელს, სულთანმა მუჰამედ III ბენ აბდალაჰმა ალაიუტების დინასტიიდან, მოგადორის იმ დროის მაროკოს უდიდეს საზღვაო პორტად ქცევა განიზრახა. გეგმა ფრანგმა პატიმარმა შეადგინა.
 
მომდევნო საუკუნეებში, ქალაქი გაძლიერდა და მნიშვნელოვან სავაჭრო პოსტად იქცა, სანამ [[1893]] წელს ფრანგები ქალაქ [[ტიმბუქტუ]]ს აიღებდნენ, რის შემდეგაც დაიკეტა მრავალი სავაჭრო გზა და მოგადორმა მნიშვნელობა დაკარგა.
 
1960-1970-იან წლებში ქალაქი ჰიპების „მექა" გახდა.
 
დღეისათვის, ელ-სუვაირა მნიშვნელოვანი [[ტურიზმი|ტურისტული]] ღირსშესანიშნაობაა მაროკოელი და ევროპელი ტურისტებისათვის. ქალაქში განვითარებულია კვების (ძირითდად თევზის) და ტყავის მრეწველობა.
 
[[2001]] წლიდან, ქალაქის მედინა შესულია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლთა სიაში.
ხაზი 82:
[[კატეგორია:მაროკოს ქალაქები]]
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მაროკოში]]
 
{{Link FA|fi}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელ-სუვაირა“-დან