ევიტა პერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|es}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|es}} using AWB)
 
'''მარია ევა დუარტე პერონი''' (დ. [[7 მაისი]], [[1919]] — გ. [[26 ივლისი]], [[1952]]) – პრეზიდენტ [[ხუან პერონი|ხუან დომინგო პერონის]] (1895-1975) მეორე ცოლი. [[არგენტინა|არგენტინის]] პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით '''ევიტა''', რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.
 
დაიბადა [[1919]] წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. [[1934]] წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ [[ბუენოს აირესი|ბუენოს აირესში]], სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. [[1944]] წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ [[ხუან პერონი|ხუან პერონს]]. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. [[1946]] წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი [[პერონიზმი|პრო-პერონისტული]] განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — [[ქალ პერონისტთა პარტია]]ს.
 
[[1951]] წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად [[არგენტინის კონგრესი]]ს მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის [[26 ივლისი|26 ივლისს]], ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.
 
{{DEFAULTSORT:პერონი, ევიტა}}
 
[[კატეგორია:არგენტინელი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1919]]
[[კატეგორია:ბასკი არგენტინელები]]
 
{{Link FA|es}}
{{Link GA|en}}
49,737

რედაქტირება